გაბიჩვაძე რევაზ
(→იხილე აგრეთვე) |
|||
ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული მუსიკის ისტორია]] |
16:59, 21 მაისი 2019-ის ვერსია
გაბიჩვაძე რევაზ კონდრატეს ძე - (29. V. 1913, თბილისი – 9. VI. 1999, მოსკოვი), ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1935 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი), 1938 – ასპირანტურა (პროფ. ბ. არაპოვისა და პ. რიაზანოვის ხელმძღვანელობით).
1938-იდან კონსერვატორიის პედაგოგია (1964-იდან პროფესორი), კითხულობდა საკრავთმცოდნეობის კურსს. გაბიჩვაძე საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი იყო (1941-43), 1948-52 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი. 1980-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. გაბიჩვაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია თანამედროვე მუსიკალური ტექნოლოგიის ძიება და მისი შერწყმა ეროვნულ ელემენტებთან.
მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა „ნანა“ (1957), ბალეტები „ჰამლეტი“ (1971) და „მედეა“ (1975), ოპერეტა „ჭრიჭინა“ (1952) ყველა დაიდგა, 2 ორატორია, 9 სიმფონია სხვადასხვა შემადგენლობისათვის (1963-84), 4 სიმებიანი კვარტეტი, რამდენიმე ინსტრუმენტული კონცერტი, მრავალი ინსტრუმენტული ნაწარმოები სხვადასხვა საკრავისათვის, საგუნდო ნაწარმოები, საესტრადო სიმღერები („მომე ხელი“ და სხვ.), პოპულარობა მოიპოვა „პიონერულმა მარშმა“. (გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")