გაბიჩვაძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ გაბიჩვაძე

გაბიჩვაძე რევაზ კონდრატეს ძე - (29. V. 1913, თბილისი – 9. VI. 1999, მოსკოვი), ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1935 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი), 1938 – ასპირანტურა (პროფ. ბ. არაპოვისა და პ. რიაზანოვის ხელმძღვანელობით).

1938-იდან კონსერვატორიის პედაგოგია (1964-იდან პროფესორი), კითხულობდა საკრავთმცოდნეობის კურსს. გაბიჩვაძე საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი იყო (1941-43), 1948-52 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი. 1980-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. გაბიჩვაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია თანამედროვე მუსიკალური ტექნოლოგიის ძიება და მისი შერწყმა ეროვნულ ელემენტებთან.

მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა „ნანა“ (1957), ბალეტები „ჰამლეტი“ (1971) და „მედეა“ (1975), ოპერეტა „ჭრიჭინა“ (1952) ყველა დაიდგა, 2 ორატორია, 9 სიმფონია სხვადასხვა შემადგენლობისათვის (1963-84), 4 სიმებიანი კვარტეტი, რამდენიმე ინსტრუმენტული კონცერტი, მრავალი ინსტრუმენტული ნაწარმოები სხვადასხვა საკრავისათვის, საგუნდო ნაწარმოები, საესტრადო სიმღერები („მომე ხელი“ და სხვ.), პოპულარობა მოიპოვა „პიონერულმა მარშმა“. (გ. ტორაძე)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

რევაზ გაბიჩვაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები