შარიფოვი აბდულ აზიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შარიფოვი აბდულა''' '''შარიფოვი (შარიფ) აბდულ ...)
 
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 
, და საზოგადო მოღვაწე. აზერბაიჯანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ჰუმეტის“ წევრი. [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს]] (პარლამენტის) წევრი.
 
  
 
[[კატეგორია:აზერბაიჯანელი მწერლები]]
 
[[კატეგორია:აზერბაიჯანელი მწერლები]]
 
[[კატეგორია:აზერბაიჯანელი ჟურნალისტები]]
 
[[კატეგორია:აზერბაიჯანელი ჟურნალისტები]]
 
[[კატეგორია:აზერბაიჯანის საზოგადო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:აზერბაიჯანის საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:აზერბაიჯანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ჰუმეტის“ წევრები]]
+
[[კატეგორია:აზერბაიჯანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]

14:40, 18 თებერვალი 2019-ის ვერსია

შარიფოვი აბდულა

შარიფოვი (შარიფ) აბდულ აზიზ (დ. - 28.III.1895, ნახჩევანი - გ. - 1.VI.1988, მოსკოვი) - აზერბაიჯანელი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აზერბაიჯანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ჰუმეტის“ წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.


დაწყებითი განათლება მშობლიურ ნახჭევანში მიიღო. შემდგომში კი სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გადმოვიდა. თბილისში ცხოვრებისას დაუახლოვდა აზერბაიჯანელ მწერალთა ჯგუფს, ჯ. მამედკულიზადეს, ა. ახვედროვსა და სხვ. 1910 სატირულ ჟურნალში „მოლლა ნასრედდინი“ გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწერები. 1915-1917 წლებში სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. ეწეოდა საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობას. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. 1920 წლის მაისში იყო ბორჩალოს მუსლიმთა ყრილობის თავმჯდომარე, ნ. ჟორდანიასთვის გაგზავნილ წერილში ხოტბას ასხამდა ქართულ დემოკრატიას და მტერთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებდა.

აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა საქმიანობაში. 1921 დააპატიმრეს 2 წლის ვადით, თუმცა აზერბაიჯანის რევკომის თავმჯდომარის ნარიმანოვის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. 1943 დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერების აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. რუსულად თარგმნა ახვერდოვის და სხვა აზერბაიჯანელი მწერლების ნაწარმოებები. კარგად ფლობდა ქართულ ენას, აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ე. ნინოშვილისა და ნ. მიწიშვილის მოთხრობები. 1962 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის ხალხების ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ. დაკრძალულია მშობლიურ ნახჩევანში.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119;
  • გაზ „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №108;
  • Шариф Азиз Алиевич. Бсэ. гл. ред. А. Прохоров. - 3-е изд. - М. 1969-1978.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები