დემონები
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Ritoni. demonis Tavi.jpg|thumb|'''რიტონი დემონის თავის გამოსახულებით'''<br /> (...) |
05:24, 14 სექტემბერი 2016-ის ვერსია
დემონები – (ბერძნ.) ღვთაებრივი არსებები, რომლებიც იმით განსხვავდებოდნენ ღმერთებისაგან, რომ მათ ადამიანური (ანთროპომორფული) სახე არ ჰქონდათ. ძველ ბერძენთა ფანტაზია ყველა აუხსნელ და მძვინვარე მოვლენათა შემოქმედად დემონებს მიიჩნევდა. უძველესი წარმოდგენების თანახმად, დემონური იყო მიწისძვრა, წყალდიდობა, ზვავი, ქარიშხალი, გვალვა, ეპიდემია და სხვა უბედობანი. ჰომეროსი ყველა საბედისწერო მოვლენას დემონურს (დაიმონიოს) უწოდებს.
და მაინც, ძველ მითოსშიც კი განსხვავება ღვთაებრივსა და დემონურს შორის ზუსტად ნათელი არ არის. ბევრი დემონი მოგვიანებით ღმერთად შერაცხეს, ხოლო ღმერთები დემონებად ან გმირებად გვევლინებოდნენ. ჰომეროსთან დემონები ადამიანებისადმი ან ნეიტრალურნი არიან, ან მტრულად განწყობილნი. მათ შეუძლიათ კაცს წარსტაცონ გონება, მზერა და ა.შ. მოგვიანებით განასხვავებდნენ მტრულ დემონებსა და კეთილ დემონებს-სულებს, რომლებიც ბოროტებათაგან იფარავდნენ ადამიანს. ბერძენ ფილოსოფოს-იდეალისტთა მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა თავისი დემონი, რომელიც მას წინამძღვრობდა.
რომში დემონებს აიგივებდნენ გენიუსთან (გენია). მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ დაჩრდილა ოლიმპიური რელიგია, რწმენა დემონების არსებობისა არ გამქრალა (ქაჯები, ალები, წყლის კაცები და სხვა). ქრისტიანობამ ყველა წარმართული დემონი ეშმაკეულად შერაცხა.