ეიზენჰაუერი დუაიტ დეივიდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლები]] | [[კატეგორია:ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლები]] | ||
[[კატეგორია:აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი]] | [[კატეგორია:აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი]] | ||
+ | [[კატეგორია:ამერიკელი პოლიტიკოსები]] |
13:14, 11 ივნისი 2018-ის ვერსია
ეიზენჰაუერი დუაიტ დეივიდ - (Eisenhower, 1890-1969), ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. 1953-61 წლებში აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან. არმიის გენერალი (1944). 1943 წლის დეკემბრიდან - დასავლეთ ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 1945 წლიდან მეთაურობდა აშშ-ის საოკუპაციო ძალებს გერმანიაში. 1950-52 წლებში ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
მის სახელთანაა დაკავშირებული ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების საშინაო საქმეში აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ჩარევის პროგრამა, რომელიც ცნობილია „ეიზენჰაუერის დოქტრინის“ სახელით.