ბომბდამშენი
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:თვითმფრინავები]] | [[კატეგორია:თვითმფრინავები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო თვითმფრინავები]] | [[კატეგორია:სამხედრო თვითმფრინავები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:შეიარაღება]] |
14:13, 20 მარტი 2018-ის ვერსია
ბომბდამშენი - საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ძირითადად განკუთვნილია საავიაციო ბომბებით და რაკეტებით სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების დასაზიანებლად. მას იყენებენ ასევე ჰაერიდან დასანაღმავად. შედის ავიაციის შეიარაღებაში.
თანამედროვე ბომბდამშენები იყოფა შემდეგ სახეობებად: დაჯგუფების მიხედვით, რომელიც აზიანებს სამიზნეებს ძირითადად ოპერატიულ სიღრმეზე, ბომბდამშენ-გამანადგურებელთა მოქმედების ზღვარს მიღმა; შორეულ და სტრატეგიულ ბომბდამშენებად, რომლებიც აზიანებენ სამიზნეებს ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღმეებზე და მოიცავენ ერთ ან რამდენიმე საომარი მოქმედების თეატრს. ზოგიერთ ქვეყანაში ტერმინი გამოიყენება მხოლოდ სტრატეგიული (შორეული) ბომბდამშენის მიმართ.
თანამედროვე ბომბდამშენებს აქვთ უნარი განახორციელონ დარტყმა ნებისნებისმიერ მეტეოპირობებში ჩვეულებრივი და ბირთვული ბომბებით, მართვადი ფრთოსანი რაკეტებით, დააყენონ საზღვაო ნაღმები. აღჭურვილი არიან სამიზნე-სანავიგაციო სისტემებით, ავტომატური მართვის აპარატურით და თავდაცვის საბორტე კომპლექსებით.