ვიეტნამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 26: ხაზი 26:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სახელმწიფოები]]
 
[[კატეგორია:სახელმწიფოები]]
 
[[კატეგორია:სახელმწიფოები აზიაში]]
 
[[კატეგორია:სახელმწიფოები აზიაში]]
 
[[კატეგორია:სახელმწიფოები ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე]]
 
[[კატეგორია:სახელმწიფოები ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე]]

17:04, 15 მარტი 2018-ის ვერსია

ვიეტნამის დროშა

ვიეტნამი - (Vietnam - ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. ქვეყნის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი შემოსაზღვრულია სამხრეთ ჩინეთის ზღვით.

ფართობი - 332 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 89 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა - ვიეტნამური.

დედაქალაქი - ქ. ჰანოი.

ადმინისტრაციულად იყოფა 57 პროვინციად და 4 ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქად.

უმაღლესი და საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი ეროვნული კრება.

აღმასრულებელი ორგანოა მთავრობა.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, მძიმე მრეწველობა (სამთომოპოვებითი, მანქანათმშენებლობა, ფერადი მეტალურგია, ქიმიური, ხის დამუშავება და მსუბუქი მრეწველობა).

მთავარი პორტებია: ხოშიმინი, ჰაიფონი.

საერთაშორისო აეროპორტებია: ჰანოი, ხოშიმინი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 453 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 410 ათ., სამხედრო-საზღვაო 13 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 30 ათ. რეზერვი 4 მლნ. კაცი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები