ჰიდრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მითიური არსებები]] | [[კატეგორია:მითიური არსებები]] | ||
[[კატეგორია:ჰერაკლეს გმირობები]] | [[კატეგორია:ჰერაკლეს გმირობები]] | ||
+ | [[კატეგორია:ჰერაკლე]] |
მიმდინარე ცვლილება 10:32, 4 ივლისი 2017 მდგომარეობით
ჰიდრა – (ბერძნ.) წყლის მრავალთავიანი ურჩხული, რომელიც ექიდნამ შვა.
მითები ჰიდრას ბუნაგად უძირო ლერნეს ტბას ასახელებენ. ამიტომ ეს ურჩხული ლერნეს ჰიდრად არის ცნობილი. მას ქოფაკის ვეებერთელა სხეულზე გველის ცხრა თავი ება. მათგან ერთ-ერთი უკვდავი იყო. ამ ურჩხულთან შებრძოლება მხოლოდ გმირმა ჰერაკლემ გაბედა. შეებრძოლა და სულიც გააფრთხობინა (ჰერაკლე, მეორე გმირობა).