ჰიდრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიდრა – (ბერძნ.) წყლის მრავალთავიანი ურჩხული, რომელიც ექიდნამ შვა.
მითები ჰიდრას ბუნაგად უძირო ლერნეს ტბას ასახელებენ. ამიტომ ეს ურჩხული ლერნეს ჰიდრად არის ცნობილი. მას ქოფაკის ვეებერთელა სხეულზე გველის ცხრა თავი ება. მათგან ერთ-ერთი უკვდავი იყო. ამ ურჩხულთან შებრძოლება მხოლოდ გმირმა ჰერაკლემ გაბედა. შეებრძოლა და სულიც გააფრთხობინა (ჰერაკლე, მეორე გმირობა).