აბზინდი
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
'''აბზინდი''' – [[სარტყელი|სარტყლის]], ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმულობისა და მისთანათა შესაკრავი, უფრო ლითონისა. | '''აბზინდი''' – [[სარტყელი|სარტყლის]], ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმულობისა და მისთანათა შესაკრავი, უფრო ლითონისა. | ||
− | [[საქართველო|საქართველოსა]] და შუა კავკასიის ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის დამლევამდე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ფირფიტისებრი სწორკუთხა აბზინდი, რომელსაც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ხშირად ზედ ამოკვეთილია მითიური ცხოველების გამოსახულებანი და გეომეტრიული ორნამენტები. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ. წ. I ს-ში საქართველოში გავრცელებულა ბრინჯაოს ჭვირული აბზინდების (საშუალო ზომა 12-12 სმ.) ჩამოსხმა. | + | [[საქართველო|საქართველოსა]] და შუა [[კავკასია|კავკასიის]] ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის დამლევამდე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ფირფიტისებრი სწორკუთხა აბზინდი, რომელსაც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ხშირად ზედ ამოკვეთილია მითიური ცხოველების გამოსახულებანი და გეომეტრიული ორნამენტები. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ. წ. I ს-ში საქართველოში გავრცელებულა ბრინჯაოს ჭვირული აბზინდების (საშუალო ზომა 12-12 სმ.) ჩამოსხმა. |
აბზინდზე გამოყვანილია ცხოველთა გამოსახულებანი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რომელთა ირგვლივ ხშირად სხვა ცხოველთა მინიატურული გამოსახულებებია. სავარაუდოა, რომ აბზინდზე გამოსახული სცენები სიმბოლურ - მაგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავენ. | აბზინდზე გამოყვანილია ცხოველთა გამოსახულებანი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რომელთა ირგვლივ ხშირად სხვა ცხოველთა მინიატურული გამოსახულებებია. სავარაუდოა, რომ აბზინდზე გამოსახული სცენები სიმბოლურ - მაგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავენ. |
მიმდინარე ცვლილება 15:00, 21 ივნისი 2017 მდგომარეობით
აბზინდი – სარტყლის, ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმულობისა და მისთანათა შესაკრავი, უფრო ლითონისა.
საქართველოსა და შუა კავკასიის ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის დამლევამდე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ფირფიტისებრი სწორკუთხა აბზინდი, რომელსაც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ხშირად ზედ ამოკვეთილია მითიური ცხოველების გამოსახულებანი და გეომეტრიული ორნამენტები. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ. წ. I ს-ში საქართველოში გავრცელებულა ბრინჯაოს ჭვირული აბზინდების (საშუალო ზომა 12-12 სმ.) ჩამოსხმა.
აბზინდზე გამოყვანილია ცხოველთა გამოსახულებანი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რომელთა ირგვლივ ხშირად სხვა ცხოველთა მინიატურული გამოსახულებებია. სავარაუდოა, რომ აბზინდზე გამოსახული სცენები სიმბოლურ - მაგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავენ.
გვიანანტიკური ხანიდან რომაული კულტურის გავლენით მთელ მსოფლიოში გავრცელდა ენიანი აბზინდის ახალი სახეობა. აბზინდის სახესხვაობაა აგრაფი, რომელიც იხმარებოდა წამოსასხამის შესაკრავად. აბზინდს ხევსურეთში საყრელს, ქარშიკსუწოდებდნენ, სამეგრელოში კი - ყუნს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
გ. გობეჯიშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.