დადიანი მამია (II)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მამია (II) დადიანი“ გადაიტანა გვერდზე „დადიანი მამია (II)“ გადამის...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ერისთავები]] | [[კატეგორია:ერისთავები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:ოდიშის ერისთავები]] | [[კატეგორია:ოდიშის ერისთავები]] | ||
+ | [[კატეგორია:დადიანები]] |
15:45, 19 ივნისი 2017-ის ვერსია
მამია (II) დადიანი - ძე ვამიყ (I) დადიანისა; ოდიშის ერისთავი 1396-1414 წწ-ში. ოდიშში მისი ერისთაობის დასაწყის წლებში აღმოსავლეთ საქართველოს თემურ-ლენგის შემოსევები არყევდა. ამ მდგომარეობით კვლავ უსარგებლიათ დასავლურ-ქართული სამეფოს აღმდგენის მსურველთ. ვახუშტის ცნობით, ამჯერად დასავლეთ საქართველოში გამეფება უცდია დიმიტრი ერისთავს, კონსტანტინეს (შემდგომში კონსტანტინე I (1407-1412) ძმისწულს. თავისი მამა-პაპის მსგავსად, მამია (II)-მ საქართველოს იმჟამინდელ მეფეს, გიორგი VII-ს (1393-1407) დაუჭირა მხარი და დაეხმარა მას ტახტისმაძიებელი დიმიტრის დამარცხებაში. 1414 წ. ალექსანდრე I-ის (1412-1442) მეფობის დამდეგს მამია (II)-ს თვითნებურად, ალექსანდრე მეფის დაუკითხავად გაულაშქრია აფხაზთა საერისთავოში, რასაც მოჰყვა დიდი შფოთი და მტრობა ოდიშის მკვიდრთა და აფხაზებს შორის. თვად მამია დადიანი ამ ბრძოლაში დაიღუპა. მღელვარების ჩასახშობად ალექსანდრე I იძულებული გახდა ჯარით ჩასულიყო ოდიშში, სადაც მას მამიას ძე ლიპარიტი მორჩილებით შეეგება და შენდობა ითხოვა. მეფემ ითაყვანა ლიპარიტი - „მამის პატივი მიაგო“, ანუ, ოდიშის ერისთავობა დაუმტკიცა, თან იახლა აფხაზეთში და შერვაშიძესთან შეარიგა.
წყარო და ლიტერატურა
ვახუშტი 1973: 805; ბერაძე 1999: 145-146.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017