შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - შსო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ILO“ გადაიტანა გვერდზე „შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - შსო“ გ...) |
|||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საერთაშორისო ორგანიზაციები]] |
მიმდინარე ცვლილება 23:32, 16 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო) - (International Labour Organization - ILO) - შეიქმნა 1919 წელს მოსახლეობის შრომის პირობებისა და სოციალური დაცვის მიზნით ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე. 1946 წლიდან გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელშიც წარმოდგენილი არიან როგორც წევრი მთავრობები, ისე პროფკავშირები და მეწარმეთა ორგანიზაციები. შსო-ს შემუშავებული აქვს შრომის ბაზრის ანალიზისა და პროგნოზირების მაჩვენებელთა სისტემა, ინდიკატორები და კრიტერიუმები. მისი შტაბ-ბინა ჟენევაშია. იკვლევს სამუშაო ძალის მიწოდების, მომზადების და გამოყენების, შიდა და ქვეყანათაშორისი მიგრაციული ნაკადების პრობლემებს. მისი მთავარი ამოცანაა მსოფლიო წარმოების ზრდაზე ზემოქმედება, ცხოვრების დონის ამაღლება შრომითი რესურსების რაციონალურად გამოყენების გზით.