პილის პროექტი 1937

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პილის პროექტი 1937'''– პალესტინის სამ ზონად (ინგლისურ, ებრაულ დ...)

17:20, 30 ივნისი 2024-ის ვერსია

პილის პროექტი 1937– პალესტინის სამ ზონად (ინგლისურ, ებრაულ და არაბულ ზონებად) გაყოფის პროექტი. შეიმუშავა ბრიტანეთის სამეფო კომისიამ ლორდ პილის თავმჯდომარეობით. პილის კომისიამ პალესტინაში 1936 წლის 15 ნოემბრიდან 1937 წლის 18 იანვრამდე დაყო. პროექტი გამოქვეყნდა 1937 წლის ივლისში. პილის პროექტი ითვალისწინებდა პალესტინაში ინგლისის ბატონობის შენარჩუნებას, პროექტის გამოქვეყნებამ არაბულ ნაციონალურ ორგანიზაციათა მწვავე რეაქცია გამოიწვია. 1938 წლის აპრილში ინგლისის მთავრობამ ). პილის პროექტის ცხოვრებაში გატარების მიზნით პალესტინაში ექსპერტთა კომისია მიავლინა. კომისიამ, რომელსაც ეუდპედი ხელმძღვანელობდა, პილის პროექტის გარდა პალესტინის გაყოფის კიდევ ორი პროექტი განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ პროექტთა გატარება დაუძლეველ პოლიტიკურ და ფინანსურ სიძნელეებს შექმნიდა. ინგლისის მთავრობამ გაითვალისწინა არაბული ქვეყნების წინააღმდეგობა (არაბული ქვეყნების პარლამენტთა კონგრესი კაიროში 1938), უარყო პალესტინის გაყოფის ყველა გეგმა და საკითხის განსახილველად გადაწყვიტა მოუწვია „მრგვალი მაგიდის" კონფერენცია ლონდონში



იხილე აგრეთვე

პალესტინის პრობლემა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები