ხვანჭკარა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ხვანჭკარა'''  – ცნობილი სოფელი საქართველოში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში,  თემის ცენტრი (სოფლები: დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა). გაშენებულია მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ამბროლაურ-ქუთაისის საავტომობილო გზაზე.  
+
'''ხვანჭკარა'''  – ცნობილი სოფელი [[საქართველო]]ში, [[რაჭა]]ში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში,  თემის ცენტრი (სოფლები: დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა). გაშენებულია [[მდინარე]] [[რიონი]]ს მარჯვენა სანაპიროზე, ამბროლაურ-ქუთაისის საავტომობილო გზაზე.  
  
XVII-XVIII საუკუნეებში ხვანჭკარა უკვე ცნობილი იყო როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად დაწინაურებული სოფელი, თუმცა იგი რატომღაც წარმოდგენილი არ არის [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი]]ს „საქართველოს აღწერაში“. ხვანჭკარა რომ ძველადვე ქვემო რაჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა, ამაზე ნათლად მეტყველებს სოფელში შემორჩენილი შუა საუკუნეების დროინდელი [[თავდაცვითი ნაგებობები|თავდაცვითი ნაგებობანი]] ე.წ. „ქვედა ციხე და „ზედა ციხე“, რომელთაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწიეს. აქვეა ერთი დარბაზული ეკლესია, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება.
 
====სახელწოდება====
 
სახელწოდება ხვანჭკარა საყოველთაოდ არის ცნობილი ენდემური ჯიშის ყურძნის წყალობით, რომლისგანაც მზადდება სახელგანთქმული სუფრის ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“. „ხვანჭკარას“ აყენებენ [[ალექსანდროული|ალექსანდრეული]]ს შავი ყურძნისა და [[მუჯურეთული]] ყურძნის შერევით.
 
მიმდინარე ცვლილება 00:55, 27 მაისი 2024 მდგომარეობით

ხვანჭკარა – ცნობილი სოფელი საქართველოში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა). გაშენებულია მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ამბროლაურ-ქუთაისის საავტომობილო გზაზე.

XVII-XVIII საუკუნეებში ხვანჭკარა უკვე ცნობილი იყო როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად დაწინაურებული სოფელი, თუმცა იგი რატომღაც წარმოდგენილი არ არის ვახუშტის „საქართველოს აღწერაში“. ხვანჭკარა რომ ძველადვე ქვემო რაჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა, ამაზე ნათლად მეტყველებს სოფელში შემორჩენილი შუა საუკუნეების დროინდელი თავდაცვითი ნაგებობანი ე.წ. „ქვედა ციხე და „ზედა ციხე“, რომელთაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწიეს. აქვეა ერთი დარბაზული ეკლესია, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება.

[რედაქტირება] სახელწოდება

სახელწოდება ხვანჭკარა საყოველთაოდ არის ცნობილი ენდემური ჯიშის ყურძნის წყალობით, რომლისგანაც მზადდება სახელგანთქმული სუფრის ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“. „ხვანჭკარას“ აყენებენ ალექსანდრეულის შავი ყურძნისა და მუჯურეთული ყურძნის შერევით.

სახელწოდება ხვანჭკარა დიდი ხანია სპეციალისტთა კვლევის საგნად იქცა, მაგრამ მეცნიერულად სანდო, სარწმუნო თვალსაზრისი დღემდე არ მოგვეპოვება. რა თქმა უნდა, აშკარად ხელოვნური და მიუღებელია ხალხური ვერსია, რომლის მიხედვითაც ხვანჭკარა თურმე „ხვნა ჩქარა“-საგან ყოფილა წარმომდგარი: „უმალ აქ ხალხს ჩქარა გაქონებია სახნავში გუთანი“ (მიხეილ ერმილეს ძე სირაძე, ქ. თბილისი).

ვარაუდის სახით შეიძლება დავუშვათ ხვინჭა||ხვინჭკ-ი/ა, რომელიც ქართული ენის ზოგ დიალექტში (რაჭული, ლეჩხუმური, გურული, ქიზიყური) ნიშნავს. „წვრილი ქვა, კენჭები“, „წყალთ კენჭი“ (საბა), „ქვის წვრილი ნატეხი“, „ქვიშა-კენჭი"; მოხვინჭკული – მოკირწყლული, მოკენჭილი“ მაშასადამე ხვანჭკარა უნდა გავიგოთ როგორც „ქვავნარი ადგილი“, „კენჭნარა“, „ხვანჭის კარა“.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები