თმოგვის მიწისძვრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თმოგვის მიწისძვრა''' – მიწისძვრა 1088 წლის 22 აპრილს. სავარაუდოდ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:43, 4 მაისი 2024 მდგომარეობით

თმოგვის მიწისძვრა – მიწისძვრა 1088 წლის 22 აპრილს. სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო 8-ბალიანი მიწისძვრა, ეპიცენტრით თმოგვის ციხის სიახლოვეს (41.40 N; 43.20 E, M= 5.3). მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია შემონახულია „ქართლის ცხოვრებაში“: „… შეძრა ქუეყანა საფუძვლითურთ, ესოდენ სასტიკებითა, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, სახლნი დაინთქნეს და დაზულეს, და იქმნნეს საფლავ მას შინა მკჳიდრთა. რომელთა თანა თმოგჳცა დაიქცა და დაიპყრა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიიასი ცოლითურთ. და განგრძელდა ესევითარი იგი რყევაჲ ქუეყანისა საშინელი ვიდრე განსრულებამდე წელიწადისა, რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ მძლე რიცხვსაჲ”. როგორც ირკვევა, ქალაქი თმოგვი მთლიანად დაინგრა.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები