სასირეთი (სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში)
(→წყარო) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | ||
[[კატეგორია:სოფლები შიდა ქართლში]] | [[კატეგორია:სოფლები შიდა ქართლში]] | ||
− | [[კატეგორია:სოფლები აღმოსავლეთ | + | [[კატეგორია:სოფლები აღმოსავლეთ საქართველოში]] |
[[კატეგორია:სოფლები კასპის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:სოფლები კასპის მუნიციპალიტეტში]] |
23:24, 10 აპრილი 2024-ის ვერსია
სასირეთი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე თეძმის ხეობაში, კასპიდან 18 კმ-ზე.
მიჩნეულია (ნ. ბერძენიშვილი), რომ სახელწოდება სასირეთი ნაწარმოები უნდა იყოს სირთა (ჩიტთა) გორიდან (მსგავსად ჩხიკვთა, ლომთა, ველთა გორებისა) და განეკუთვნება იმ ეპოქას, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა გორასამოსახლოები. სასირეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზა, რომელიც მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირს მიუყვებოდა ხიდისთავ-სასირეთ-ნიჩბის-ძეგვის გავლით.
ქართულ ისტორიულ წყაროებში სასირეთი მოიხსენიება XI საუკუნის ამბებთან დაკავშირებით – კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძემ 1047 წ.სასირეთის ჭალაში მრავალრიცხოვანი ლაშქრით დაამარცხა საქართველოს მეფე ბაგრატ IV. ამ ბრძოლაში ბაგრატ IV-ის ლაშქარში ვარიაგებიც (ვარანგები) იბრძოდნენ.