ჯორბენაძე ბესარიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბესარიონ ჯორბენაძე“ გადაიტანა გვერდზე „ჯორბენაძე ბესარიონ“ გ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Besarion jorbenaZe.JPG|thumb|ბესარიონ ჯორბენაძე]]
 
'''ბესარიონ ჯორბენაძე''' – (დ. 31 აგვისტო I942, [[თბილისი]], – გ. 10 მაისი 1993, იქვე), ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
 
'''ბესარიონ ჯორბენაძე''' – (დ. 31 აგვისტო I942, [[თბილისი]], – გ. 10 მაისი 1993, იქვე), ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
 
წევრ-კორესპონდენტი (1988).  
 
წევრ-კორესპონდენტი (1988).  

მიმდინარე ცვლილება 16:18, 27 მარტი 2024 მდგომარეობით

ბესარიონ ჯორბენაძე

ბესარიონ ჯორბენაძე – (დ. 31 აგვისტო I942, თბილისი, – გ. 10 მაისი 1993, იქვე), ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988).

1964 დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1962-64 პარალელურად სწავლობდა ლიტვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1969-იდან იყო თსუ ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებული ტოპონიმიკის ლაბორატორიის გამგე, ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების გამგე (1982-85), თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი (1985-87); 1987-იდან გარდაცვალებამდე – ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი.

ბესარიონ ჯორბენაძე იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო-საატესტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ მთავარი რედაქტორი, ჟურნ. „მაცნეს“ (ენისა და ლიტერატურის სერია) რედაქტორის მოადგილე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იბერიულ-კავკასიურ ენათა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ქართული ენის მეცნიერული შესწავლის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ქართული სალიტერატურო ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

1988-89 ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელმაც შეიმუშავა „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა“ (დამტკიცდა 1989 აგვისტოში).

ბესარიონ ჯორბენაძე იყო დამაარსებელი და ხელმძღვანელი თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარისა – „საენათმეცნიერო საუბრები“, მისი რედაქტორობით გამოიცა ამ სემინარის 3 კრებული (1978, 1980, 1983).

ბესარიონ ჯორბენაძე 130-ზე მეტი სამეცნიერო შრომის (მათ შორის 14 მონოგრაფიის) ავტორია. მისი სამეცნიერო მუშაობა მრავალმხრივი იყო: იკვლევდა ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკვანძო საკითხებს, ზმნისა და სახელის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის არსებით მომენტებს, ქართული დიალექტოლოგიის ზოგად პრობლემებსა და თავად დიალექტებს, ქართველურ ენათა ფონემატურ, გრამატიკულ და ლექსიკურ თავისებურებებს, ზოგადი და ქართული ონომასტიკის აქტუალურ საკითხებს, მხატვრული ტექსტის მეცნიერული ანალიზის პრინციპებს.

1996 მონოგრაფიისათვის „ქართული დიალექტოლოგია“ (ტ. I), მიენიჭა ა. შანიძის სახელობის პრემია.

გ. გოგოლაშვილი


[რედაქტირება] თხზულებები

  1. ზმნის გვარის ფორმათა წარმოებისა და ფუნქციის საკითხები ქართულში, თბ., 1975;
  2. ქართული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები. თბ. 1980;
  3. ზმნის ხმოვანპრეფიქსული წარმოება ქართულში. თბ., 1981;
  4. ქართული ენის ფაკულტატიური გრამატიკის საკითხები, თბ., 1985;
  5. ბალავარი მწერლობისა, თბ., 1987;
  6. ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი, თბ. 1988 (თანაავტ. მ. კობაიძე, მ. ბერიძე);
  7. ქართული დიალექტოლოგია, ტ. I. თბ., 1989, ტ. II, თბ., I997;
  8. ონომასტიკური გულანი, თბ., 1993;
  9. ქართული ენის მორფოლოგია, თბ, 1995;
  10. ქართველურ ენათა დიალექტები, თბ. 2995;
  11. ენა და კულტურა. თბ., 1997.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები