უტიე ბერნარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ]]
 
* [[ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ]]
 +
[[კატეგორია:ფრანგი ენათმეცნიერები]]
 
[[კატეგორია:ქართველოლოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველოლოგები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი ორიენტალისტები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი ორიენტალისტები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი ქართველოლოგები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი ქართველოლოგები]]
 +
[[კატეგორია:ფრანგი კავკასიოლოგები]]

23:36, 26 თებერვალი 2024-ის ვერსია

ბერნარ უტიე – (დაბ. 1941წ.), ფრანგი ქართველოლოგი და ორიენტალისტი, კავკასიოლოგი, აღმოსავლეთ ქრისტიანული ლიტერატურის მკვლევარი.

შესწავლილი და გამოცემული აქვს ქრისტიანული მწერლობის არერთი ძველი ქართული თარგმანის ტექსტი. იკვლევს შუა საუკუნეების ქართულ-ბერძნულ, ქართულ-არაბულ, ქართულ-სომხურ, ქართულ-სირიულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. მის მიერვეა მიკვლეული და დადგენილი საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხანმეტი ლექციონარისა და X ს-ის ფრაგმენტის, სომხეთში, ირანსა და ლიბანში არსებული ქართული ფრაგმენტების რაობა; წლების განმავლობაში იკვლევს ივირონის, სინის მთისა და იერუსალიმის ქართულ ხელნაწერ კოლექციებს. მინიჭებული აქვს საპატიო დოქტორის ტიტული, სხვადასხვა დროს იყო ქართველოლოგიურ ჟურნალ „ბედი ქართლისას“ სამეცნიერო საბჭოს წევრი, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის (CNRS) კვლევათა ხელმძღვანელი, მონოთეიზმის კვლევის ლაბორატორიის წევრი. 1994-2006 წწ. ჟენევის უნივერსიტეტში უძღვებოდა სომხური ენისა და ლიტერატურის კურსს, ხოლო 2004 წლიდან პარიზის კათოლიკურ უნივერსიტეტში – ქართული ენის კურსს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია „ორიონსა“ და მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იკვლევდა ოთხთავის ძველი ქართული თარგმანების ტექსტებს, მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტთან (მატენადარანთან) თანამშრომლობით კი – სომხურ ხელნაწერებში ყდის საცავ ფურცლებად გამოყენებულ ქართულ ფრაგმენტებს. ქართული წერილობითი კულტურის შესწავლაში შეტანილი წვლილისათვის არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად. არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები