ვითარებითი ბრუნვა
(ახალი გვერდი: '''ვითარებითი ბრუნვა''' – სახელის ფორმა, რომელიც შედის [[ბრუნებ...) |
03:18, 3 იანვარი 2024-ის ვერსია
ვითარებითი ბრუნვა – სახელის ფორმა, რომელიც შედის ბრუნების პარადიგმაში. თანამედროეე სალიტერტუერო ქართულში წარმოდგენილია თანხმოვანფუმიანებთან -ად, ხმოვანფუძიანებთან -დ ბოლოსართით (ძვირ-ად, ქალაქ-ად, სარკე-დ, უთო-დ…). ძველ ქართულში გვხვდებოდა ოდენ -ა სუფიქსიც (ჯოჯოხეთ-ა, სადიდებელ-ა) ვითარებითის ნიშნად მიიჩნევენ - და სუფიქსსაც ძვველ ქართულში (ჩემ-და, შენ-და…).
ვითარებით ბრუნვაში დასმული სახელი გამოხატავს ვითარებას (კარგ-ად ვარ), გარდაქცევას (კატ-ად იქცა), მიმართულებას (სახლამდე მიაღწია), ფინალურ მომენტს ტემპორალურ ასპექტში (შვიდ საათამდე მეძინა).
ვითარებითი ბრუნვა დაირთავს მხოლოდ -მდე || -მდის (საშუალ ქართულში – -მდინ, -მდისინ…) თანდებულს. ძველ ქართულში -კერძო თანდებულსაც დაირთავდა („ჩრდილოჲთ კერძო“).
ვითარებითი ბრუნვა ერთ-ერთი უძველესი ბრუნვაა. წარმომავლობით მას ურარტულ -ედი სუფიქსს უკავშირებდნენ (არნ. ჩიქობავა). ვითარებითი ბრუნვის თანხმოვან ელემენტს ხედავენ მოქმედებითი ბრუნვისნიშნისეულ - თ ბგერაშიც; სხვა თვალსაზრისით, ვითარებითი ბრუნვიას ნიშნის არქეტიპადადა სუფიქსს აღადგენენ (-ადა || -ად და -დ).
თ. გაბუნია
ლიტერტურა
- შანიძე ა. ქართული გრამატიკა, I. მორფოლოგია, ტფ. 1930;
- ჩიქობავა არნ. მიმართულებითი ბრუნვის მნიშევნელობის, წარმოებისა და ისტორიისათვის. – „ენიმკის მოამბე“, 1937, ტ. 1; სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში, წგ. 1, ე. თოფურიას რედ., თბ., 1956.