გრამატიკული კლასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''გრამატიკული კლასი''' – სახელთა ჯგუფი, რომელშიც სახელები გარკვეული სემანტიკური თვალსაზრისითაა გაერთიანებული.  
 
'''გრამატიკული კლასი''' – სახელთა ჯგუფი, რომელშიც სახელები გარკვეული სემანტიკური თვალსაზრისითაა გაერთიანებული.  
  
[[ენა (მეტყველება)|ენა]]ში ასეთი ჯგუფი შეიძლება რამდენიმე იყოს, თითოეული თავ-თავისი გრამატიკული მახასიათებლით. გრამატიკული კლასების არსებობა ნიშანდობლივია იბერიულ-კავკასიურ ენათა უმრავლესობისათვის (ამ მხრივ გამონაკლისია ქართველური და ადიღური ენები, ლესგიური, აღულური და უდიური). კლას-კატეგორია ამ ენათა მთელ მორფოლოგიას გასდევს: იგი მოეპოვება თითქმის ყველა მეტყველების ნაწილს. მისი მორფოლოგიური, ნიშანი – გრამატიკული კლასის ექსპონენტი – შედის სიტყვის შემადგენლობაში როგორც პრეფიქსი ან სუფიქსი, ან ორივე ერთად. გამონაკლისია [[არსებითი სახელი]], რომელიც სიტყვის აგებულებაში, როგორც წესი, არ შეიცავს კლასის ნიშანს, გარდა რამდენიმე იშვიათი შემთხვევისა (მაგ., ხუნძ. ვას – „ვაჟიშვილი“, იას – „ქალიშვილი”). არსებობს ვარაუდი, რომ სუბსტანტივს ნომინატიურ ფორმაში დაკარგული უნდა ჰქონდეს გრამატიკული კლასის ნიშანი – თავისი კლასიფიკატორი (ეს საკითხი დისკუსიის საგანია). თუ რა გრამატიკული კლასისაა ესა თუ ის სახელი, ირკვევა სინტაქსური საშუალებით – შეთანხმებით: რა კლასის ნიშანიცაა წარმოდგენილი ზმნაში, ზედსართავში, რიცხვით სახელში, ნაცვალსახელში, მიმღეობასა და მასდარ-ინფინიტივში, იმავე კლასის იქნება სხელი (მაგ., ხუნძ. ემენ ვ-უგო – „მამა არის", ებელი ჲ-იგო – „დედა არის“, ჩუ – ბ-უგო „ცხენი არის”). იმის მიხედვით, თუ რა სემანტიკური პრინციპი უდევს საფუძვლად სახელთა კლასიფიკაციას, გრამატიკული კლასის სხვადასხვა სისტემა გამოიყოფა. მხოლობითი რიცხვის მიხედეით გვაქეს ორ-სამ და ოთხკლასიანი სისტემები, ჩვეულებრივია ოთხკლანიანი სისტემა, მაგრამ ლაპარაკობენ ხუთ- და ექვსკლასიან სისტემებზეც, ხოლო მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის კლასის ნიშანთა კომბინაციებით მათმა რაოდენობამ შეიძლება 10-მდეც კი მიაღწიოს (ნახურ ენებში). ორკლასიან სისტემაში ადამიანის (პიროვნების) კლასი უპირისპირდება დანარჩენი სახელების (არაადამიანის, ნივთის) კლასს. ასეთი ოდენ ბინარული ოპოსიცია დასტურდება მხოლოდ თაბასარანულ ენაში: სამკლასიან სისტემებში, ორკლაისიანისაგან განსხვავებით. ადამიანის კლასი დიფერენცირებულია მამაკაცისა და ქალის კლასებად. ხოლო ყველა სხვა სახელი აქაც არაადამიანის (ნივთის) კლასში შედის. ასეა ხუნძურსა და ანდიურ ენათა უმრაელესობაში და მესამე პირისათვის – აფხაზურსა და აბაზურში. ოთხკლასიანი სისტემები გვაქვს ყველა ნახურ, დიდოურ ღა ზოგ ლეზგიურ ენაში, ლაკურსა და დარგუულში, ხოლო ანდიურ ენათაგან – (ზემო) ანდიურსა და ჭამალალურში. ამ ჯგუფის თავისებურება ის არის, რომ ადამიანის კლასთან ერთად დიფერენცირებულია არაადამიანის (ნივთის) კლასის სახელებიც, რომლებიც უკვე ორ კლასში არის განაწილებული, მაგრამ არ არის ნათელი, რას ემყარება ამ განაწილების კრიტერიუმი, რა ნიშნით შედის, ვთქვათ, „ძაღლი“, „ქვა“ – ერთ კლასში, ხოლო „ძროხა“, „სახლი“ – სხვა კლასში. სწორედ ეს გაურკეევლობა ქმნის ყველა იმ სირთულეს, რომლებიც თავს იჩენს ამ კატეგორიის შესწავლისას როგორც სინქრონიული, ისე დიაქრონიული თვალსაზრისით. სწორედ აქ ვლინდება ის თავისებურებებიც, რომლებითაც გრამატიკული კლასი განსხვავდება გრამატიკული სქესისაგან. გარდა რაოდენობისა, კლასსა და სქესს შორის არსებითი სხვაობა კიდევ ის არის, რომ იმ გრამატიკულ კლასში, რომელშიც მამრობითი სქესის ადამიანი შედის, გრამატიკული სქესისაგან განსხვავებით, არ შეიძლება აღმოჩნდეს არც ერთი ცხოველი, ნივთი, მოვლენა: ყველა ცხოველი, მიუხედავად სქესისა, ნივთის კლასშია მოქცეული. სწორედ ამიტომ ეძლევა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებაში უპირატესობა „გრამატიკულ სქესთან“ შედარებით ტერმინ „გრამატიკულ კლასს“. გრამატიკული კლასების სხვადასხვა სისტემის არსებობის მიუხედავად. სემანტიკურად ამ ენებში სახელთა ორი ძირითადი ჯგუფი მაინც გაირჩევა: ვინ-ჯგუფი, რომელშიც მხოლოდ ადამიანი (პირი) შედის და რა-ჯგუფი, რომელიც ყველა სხვა სახელს, საგანს მოიცავს (ცოცხალსაც და არაცოცხალსაც). ასეა როგორც კლას-კატეგორიის მქონე, ისე მის არამქონე ენებშიც. ვარაუდობენ იმასაც, რომ ისტორიულად სახელთა დაჯგუფებას საფუძელად უდევს არა სქესი, არამედ ადამიანთა, საგანთა და მოელენათა სოციალური ღირებულება.
+
[[ენა (მეტყველება)|ენა]]ში ასეთი ჯგუფი შეიძლება რამდენიმე იყოს, თითოეული თავ-თავისი გრამატიკული მახასიათებლით. გრამატიკული კლასების არსებობა ნიშანდობლივია იბერიულ-კავკასიურ ენათა უმრავლესობისათვის (ამ მხრივ გამონაკლისია ქართველური და ადიღური ენები, ლესგიური, აღულური და უდიური). კლას-კატეგორია ამ ენათა მთელ მორფოლოგიას გასდევს: იგი მოეპოვება თითქმის ყველა მეტყველების ნაწილს. მისი მორფოლოგიური, ნიშანი – გრამატიკული კლასის ექსპონენტი – შედის სიტყვის შემადგენლობაში როგორც პრეფიქსი ან სუფიქსი, ან ორივე ერთად. გამონაკლისია [[არსებითი სახელი]], რომელიც სიტყვის აგებულებაში, როგორც წესი, არ შეიცავს კლასის ნიშანს, გარდა რამდენიმე იშვიათი შემთხვევისა (მაგ., ხუნძ. ვას – „ვაჟიშვილი“, იას – „ქალიშვილი”). არსებობს ვარაუდი, რომ სუბსტანტივს ნომინატიურ ფორმაში დაკარგული უნდა ჰქონდეს გრამატიკული კლასის ნიშანი – თავისი კლასიფიკატორი (ეს საკითხი დისკუსიის საგანია). თუ რა გრამატიკული კლასისაა ესა თუ ის სახელი, ირკვევა სინტაქსური საშუალებით – შეთანხმებით: რა კლასის ნიშანიცაა წარმოდგენილი ზმნაში, ზედსართავში, რიცხვით სახელში, ნაცვალსახელში, მიმღეობასა და მასდარ-ინფინიტივში, იმავე კლასის იქნება სხელი (მაგ., ხუნძ. ემენ ვ-უგო – „მამა არის", ებელი ჲ-იგო – „დედა არის“, ჩუ – ბ-უგო „ცხენი არის”). იმის მიხედვით, თუ რა სემანტიკური პრინციპი უდევს საფუძვლად სახელთა კლასიფიკაციას, გრამატიკული კლასის სხვადასხვა სისტემა გამოიყოფა. მხოლობითი რიცხვის მიხედეით გვაქეს ორ-სამ და ოთხკლასიანი სისტემები, ჩვეულებრივია ოთხკლანიანი სისტემა, მაგრამ ლაპარაკობენ ხუთ- და ექვსკლასიან სისტემებზეც, ხოლო მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის კლასის ნიშანთა კომბინაციებით მათმა რაოდენობამ შეიძლება 10-მდეც კი მიაღწიოს (ნახურ ენებში). ორკლასიან სისტემაში ადამიანის (პიროვნების) კლასი უპირისპირდება დანარჩენი სახელების (არაადამიანის, ნივთის) კლასს. ასეთი ოდენ ბინარული ოპოსიცია დასტურდება მხოლოდ თაბასარანულ ენაში: სამკლასიან სისტემებში, ორკლაისიანისაგან განსხვავებით. ადამიანის კლასი დიფერენცირებულია მამაკაცისა და ქალის კლასებად. ხოლო ყველა სხვა სახელი აქაც არაადამიანის (ნივთის) კლასში შედის. ასეა ხუნძურსა და ანდიურ ენათა უმრაელესობაში და მესამე პირისათვის – აფხაზურსა და აბაზურში. ოთხკლასიანი სისტემები გვაქვს ყველა ნახურ, დიდოურ ღა ზოგ ლეზგიურ ენაში, ლაკურსა და დარგუულში, ხოლო ანდიურ ენათაგან – (ზემო) ანდიურსა და ჭამალალურში. ამ ჯგუფის თავისებურება ის არის, რომ ადამიანის კლასთან ერთად დიფერენცირებულია არაადამიანის (ნივთის) კლასის სახელებიც, რომლებიც უკვე ორ კლასში არის განაწილებული, მაგრამ არ არის ნათელი, რას ემყარება ამ განაწილების კრიტერიუმი, რა ნიშნით შედის, ვთქვათ, „ძაღლი“, „ქვა“ – ერთ კლასში, ხოლო „ძროხა“, „სახლი“ – სხვა კლასში. სწორედ ეს გაურკეევლობა ქმნის ყველა იმ სირთულეს, რომლებიც თავს იჩენს ამ კატეგორიის შესწავლისას როგორც სინქრონიული, ისე დიაქრონიული თვალსაზრისით. სწორედ აქ ვლინდება ის თავისებურებებიც, რომლებითაც გრამატიკული კლასი განსხვავდება გრამატიკული სქესისაგან. გარდა რაოდენობისა, კლასსა და სქესს შორის არსებითი სხვაობა კიდევ ის არის, რომ იმ გრამატიკულ კლასში, რომელშიც მამრობითი სქესის ადამიანი შედის, გრამატიკული სქესისაგან განსხვავებით, არ შეიძლება აღმოჩნდეს არც ერთი ცხოველი, ნივთი, მოვლენა: ყველა ცხოველი, მიუხედავად სქესისა, ნივთის კლასშია მოქცეული. სწორედ ამიტომ ეძლევა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებაში უპირატესობა „გრამატიკულ სქესთან“ შედარებით ტერმინ „გრამატიკულ კლასს“. გრამატიკული კლასების სხვადასხვა სისტემის არსებობის მიუხედავად. სემანტიკურად ამ ენებში სახელთა ორი ძირითადი ჯგუფი მაინც გაირჩევა: ვინ-ჯგუფი, რომელშიც მხოლოდ ადამიანი (პირი) შედის და რა-ჯგუფი, რომელიც ყველა სხვა სახელს, საგანს მოიცავს (ცოცხალსაც და არაცოცხალსაც). ასეა როგორც კლას-კატეგორიის მქონე, ისე მის არამქონე ენებშიც. ვარაუდობენ იმასაც, რომ ისტორიულად სახელთა დაჯგუფებას საფუძელად უდევს არა სქესი, არამედ ადამიანთა, საგანთა და მოვლენათა სოციალური ღირებულება.
  
 
სპეციაურ ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი გრამატიკული კლასების არსებობის შესახებ ქართველურ ენათა განვითარების ადრეულ საფეხურებზე (არნ. ჩიქობავა, ვ. თოფურია, ქ. ლომთათიზე, გ. როგავა…).  
 
სპეციაურ ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი გრამატიკული კლასების არსებობის შესახებ ქართველურ ენათა განვითარების ადრეულ საფეხურებზე (არნ. ჩიქობავა, ვ. თოფურია, ქ. ლომთათიზე, გ. როგავა…).  

01:06, 11 დეკემბერი 2023-ის ვერსია

გრამატიკული კლასი – სახელთა ჯგუფი, რომელშიც სახელები გარკვეული სემანტიკური თვალსაზრისითაა გაერთიანებული.

ენაში ასეთი ჯგუფი შეიძლება რამდენიმე იყოს, თითოეული თავ-თავისი გრამატიკული მახასიათებლით. გრამატიკული კლასების არსებობა ნიშანდობლივია იბერიულ-კავკასიურ ენათა უმრავლესობისათვის (ამ მხრივ გამონაკლისია ქართველური და ადიღური ენები, ლესგიური, აღულური და უდიური). კლას-კატეგორია ამ ენათა მთელ მორფოლოგიას გასდევს: იგი მოეპოვება თითქმის ყველა მეტყველების ნაწილს. მისი მორფოლოგიური, ნიშანი – გრამატიკული კლასის ექსპონენტი – შედის სიტყვის შემადგენლობაში როგორც პრეფიქსი ან სუფიქსი, ან ორივე ერთად. გამონაკლისია არსებითი სახელი, რომელიც სიტყვის აგებულებაში, როგორც წესი, არ შეიცავს კლასის ნიშანს, გარდა რამდენიმე იშვიათი შემთხვევისა (მაგ., ხუნძ. ვას – „ვაჟიშვილი“, იას – „ქალიშვილი”). არსებობს ვარაუდი, რომ სუბსტანტივს ნომინატიურ ფორმაში დაკარგული უნდა ჰქონდეს გრამატიკული კლასის ნიშანი – თავისი კლასიფიკატორი (ეს საკითხი დისკუსიის საგანია). თუ რა გრამატიკული კლასისაა ესა თუ ის სახელი, ირკვევა სინტაქსური საშუალებით – შეთანხმებით: რა კლასის ნიშანიცაა წარმოდგენილი ზმნაში, ზედსართავში, რიცხვით სახელში, ნაცვალსახელში, მიმღეობასა და მასდარ-ინფინიტივში, იმავე კლასის იქნება სხელი (მაგ., ხუნძ. ემენ ვ-უგო – „მამა არის", ებელი ჲ-იგო – „დედა არის“, ჩუ – ბ-უგო „ცხენი არის”). იმის მიხედვით, თუ რა სემანტიკური პრინციპი უდევს საფუძვლად სახელთა კლასიფიკაციას, გრამატიკული კლასის სხვადასხვა სისტემა გამოიყოფა. მხოლობითი რიცხვის მიხედეით გვაქეს ორ-სამ და ოთხკლასიანი სისტემები, ჩვეულებრივია ოთხკლანიანი სისტემა, მაგრამ ლაპარაკობენ ხუთ- და ექვსკლასიან სისტემებზეც, ხოლო მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის კლასის ნიშანთა კომბინაციებით მათმა რაოდენობამ შეიძლება 10-მდეც კი მიაღწიოს (ნახურ ენებში). ორკლასიან სისტემაში ადამიანის (პიროვნების) კლასი უპირისპირდება დანარჩენი სახელების (არაადამიანის, ნივთის) კლასს. ასეთი ოდენ ბინარული ოპოსიცია დასტურდება მხოლოდ თაბასარანულ ენაში: სამკლასიან სისტემებში, ორკლაისიანისაგან განსხვავებით. ადამიანის კლასი დიფერენცირებულია მამაკაცისა და ქალის კლასებად. ხოლო ყველა სხვა სახელი აქაც არაადამიანის (ნივთის) კლასში შედის. ასეა ხუნძურსა და ანდიურ ენათა უმრაელესობაში და მესამე პირისათვის – აფხაზურსა და აბაზურში. ოთხკლასიანი სისტემები გვაქვს ყველა ნახურ, დიდოურ ღა ზოგ ლეზგიურ ენაში, ლაკურსა და დარგუულში, ხოლო ანდიურ ენათაგან – (ზემო) ანდიურსა და ჭამალალურში. ამ ჯგუფის თავისებურება ის არის, რომ ადამიანის კლასთან ერთად დიფერენცირებულია არაადამიანის (ნივთის) კლასის სახელებიც, რომლებიც უკვე ორ კლასში არის განაწილებული, მაგრამ არ არის ნათელი, რას ემყარება ამ განაწილების კრიტერიუმი, რა ნიშნით შედის, ვთქვათ, „ძაღლი“, „ქვა“ – ერთ კლასში, ხოლო „ძროხა“, „სახლი“ – სხვა კლასში. სწორედ ეს გაურკეევლობა ქმნის ყველა იმ სირთულეს, რომლებიც თავს იჩენს ამ კატეგორიის შესწავლისას როგორც სინქრონიული, ისე დიაქრონიული თვალსაზრისით. სწორედ აქ ვლინდება ის თავისებურებებიც, რომლებითაც გრამატიკული კლასი განსხვავდება გრამატიკული სქესისაგან. გარდა რაოდენობისა, კლასსა და სქესს შორის არსებითი სხვაობა კიდევ ის არის, რომ იმ გრამატიკულ კლასში, რომელშიც მამრობითი სქესის ადამიანი შედის, გრამატიკული სქესისაგან განსხვავებით, არ შეიძლება აღმოჩნდეს არც ერთი ცხოველი, ნივთი, მოვლენა: ყველა ცხოველი, მიუხედავად სქესისა, ნივთის კლასშია მოქცეული. სწორედ ამიტომ ეძლევა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებაში უპირატესობა „გრამატიკულ სქესთან“ შედარებით ტერმინ „გრამატიკულ კლასს“. გრამატიკული კლასების სხვადასხვა სისტემის არსებობის მიუხედავად. სემანტიკურად ამ ენებში სახელთა ორი ძირითადი ჯგუფი მაინც გაირჩევა: ვინ-ჯგუფი, რომელშიც მხოლოდ ადამიანი (პირი) შედის და რა-ჯგუფი, რომელიც ყველა სხვა სახელს, საგანს მოიცავს (ცოცხალსაც და არაცოცხალსაც). ასეა როგორც კლას-კატეგორიის მქონე, ისე მის არამქონე ენებშიც. ვარაუდობენ იმასაც, რომ ისტორიულად სახელთა დაჯგუფებას საფუძელად უდევს არა სქესი, არამედ ადამიანთა, საგანთა და მოვლენათა სოციალური ღირებულება.

სპეციაურ ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი გრამატიკული კლასების არსებობის შესახებ ქართველურ ენათა განვითარების ადრეულ საფეხურებზე (არნ. ჩიქობავა, ვ. თოფურია, ქ. ლომთათიზე, გ. როგავა…).

გ. თოფურია



ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი, თბ,, I979;
  • გურგენიძე ტ. გრამატიკული კლასები და მათი რაოდენობის დადგენის გზები. – კრ. «გზა ენისაკენ», საქ. მეცნ. აკად. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუგტი. თბ. 1998.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები