სათანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
და წყალთა უფლის – [[დონბეთირი]]ს ასულის – [[ძერასა]]ს ქალიშვილი, [[ურუზმაგი]]ს დაჲ და ცოლი (ურუზმაგისა და სათანას შეუღლება არის ირეალური [[ინცესტი]] – ღვთაებრივისა და მიწიერის შეერთება, რადგან ცოლ-ქმარი წარმოადგენს ყოფით პლანში გადატანილი პირველი ღვთაებრივი და ადამიანური წყვილის მითოლოგიურ სახეს. ურუზმაგის და სათანას შეუღლება გარდაუვალია, რათა საფუძველი დაედოს მითიური ხალხის – ნართების გაჩენას. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას და- ძმის ცოლ-ქმრობა, რასაც არც ოსებისა და არც [[კავკასია|კავკასიის]] სხვა ხალხების, არც მათი ახლობელი თუ შორეული წინაპრების რეალურ ყოფაში მოქმედი ქორწინების ინსტიტუტი არ იცნობს და არც არასოდეს იცნობდა.  
 
და წყალთა უფლის – [[დონბეთირი]]ს ასულის – [[ძერასა]]ს ქალიშვილი, [[ურუზმაგი]]ს დაჲ და ცოლი (ურუზმაგისა და სათანას შეუღლება არის ირეალური [[ინცესტი]] – ღვთაებრივისა და მიწიერის შეერთება, რადგან ცოლ-ქმარი წარმოადგენს ყოფით პლანში გადატანილი პირველი ღვთაებრივი და ადამიანური წყვილის მითოლოგიურ სახეს. ურუზმაგის და სათანას შეუღლება გარდაუვალია, რათა საფუძველი დაედოს მითიური ხალხის – ნართების გაჩენას. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას და- ძმის ცოლ-ქმრობა, რასაც არც ოსებისა და არც [[კავკასია|კავკასიის]] სხვა ხალხების, არც მათი ახლობელი თუ შორეული წინაპრების რეალურ ყოფაში მოქმედი ქორწინების ინსტიტუტი არ იცნობს და არც არასოდეს იცნობდა.  
  
ეპოსის აფხაზურ ვერსიაში ვხვდებით მინიშნებას ინცესტზე, რასაც ჟ. დჲუმეზილი „არშემდგარ ინცესტს“ უწოდებს. წინასწარმეტყველებითა და ჯადოქრობის უნარით (შეუძლია ამინდის შეცვლა, ფრინველებთან საუბარი, მაქციობა) დაჯილდოებული სათანა არის ნართული საზოგადოების მამოძრავებელი ძალა, ნართების სოფლის საკრალური სივრცის ცენტრი – axis mindi, ნართების ეპიკური ოჯახის დედა (მთავარი დიასახლისი). ეჭვგარეშეა, რომ მისი მონუმენტური პერსონაჟი ეფუძნება ეპოსის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე შექმნილი მატრიარქი პირველწინაპრის მითოპოეტურ სახეს. ამიტომაც არის, რომ სათანას საყვარელი ვაჟი – [[სოსლანი]], რომელიც ასევე უძველესი სოლარული გმირის სახეა და დედასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული (დედა-შვილი ხასიათებით ერთმანეთს გვანან), სწორედ მატრილოკალურობის პრინციპით შემოდის ნართების დიდ ოჯახში (ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ნართების საზოგადოება მატრიარქალურია ან ეპოსი მატრიარქატის ეპოქაში შეიქმნა. პირიქით, ეპოსი გაცილებიც გვიანდელია და განვითარებული პატრიარქალური ურთიერთობების ბოლო სტადიას ასახავს). სათანას ღვთაებრივმა წარმომავლობამ (ვასთირჯისა და ნიმფას შვილობამ) და დედის, როგორც ასეთის, უკვდავებამ განაპირობა ის გარემოება, რომ, სხვა გმირებისგან განსხვავებით, არცერთ გადმოცემაში მინიშნებაც კი არ არის მის გარდაცვალებაზე. „შეიძლება ნართები ნებისმიერი, თუნდაც მთავარი გმირების გარეშე მოვიაზროთ, მაგრამ მათი წარმოდგენა სათანას გარეშე შეუძლებელია“ (ვ. აბაევი).
+
ეპოსის აფხაზურ ვერსიაში ვხვდებით მინიშნებას ინცესტზე, რასაც ჟ. დჲუმეზილი „არშემდგარ ინცესტს“ უწოდებს. წინასწარმეტყველებითა და ჯადოქრობის უნარით (შეუძლია ამინდის შეცვლა, ფრინველებთან საუბარი, მაქციობა) დაჯილდოებული სათანა არის ნართული საზოგადოების მამოძრავებელი ძალა, ნართების სოფლის საკრალური სივრცის ცენტრი – axis mindi, ნართების ეპიკური ოჯახის დედა (მთავარი დიასახლისი). ეჭვგარეშეა, რომ მისი მონუმენტური პერსონაჟი ეფუძნება ეპოსის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე შექმნილი მატრიარქი პირველწინაპრის მითოპოეტურ სახეს. ამიტომაც არის, რომ სათანას საყვარელი ვაჟი – [[სოსლანი]], რომელიც ასევე უძველესი სოლარული გმირის სახეა და დედასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული (დედა-შვილი ხასიათებით ერთმანეთს გვანან), სწორედ მატრილოკალურობის პრინციპით შემოდის ნართების დიდ ოჯახში (ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ნართების საზოგადოება მატრიარქალურია ან ეპოსი მატრიარქატის ეპოქაში შეიქმნა. პირიქით, ეპოსი გაცილებიც გვიანდელია და განვითარებული პატრიარქალური ურთიერთობების ბოლო სტადიას ასახავს). სათანას ღვთაებრივმა წარმომავლობამ (ვასთირჯისა და ნიმფას შვილობამ) და დედის, როგორც ასეთის, უკვდავებამ განაპირობა ის გარემოება, რომ, სხვა გმირებისგან განსხვავებით, არცერთ გადმოცემაში მინიშნებაც კი არ არის მის გარდაცვალებაზე. „შეიძლება ნართები ნებისმიერი, თუნდაც მთავარი გმირების გარეშე მოვიაზროთ, მაგრამ მათი წარმოდგენა სათანას გარეშე შეუძლებელია“ ([[ვასილ აბაევი|ვ. აბაევი]]).
  
 
სახელი „სათანა“ და მისი ფონეტიკური ვარიანტები ნართული ეპოსის თითქმის ყველა კავკასიურ ვერსიაში გვხვდება. სახელის წარმომავლობა უცნობია, თუმცა არის არაერთი ცდა, იგი ირანული და კავკასიური (აფხაზურადიღური) ენების ბაზაზე აიხსნას. დღემდე ძალაში რჩება ვ. აბაევის აზრი, რომლის თანახმად
 
სახელი „სათანა“ და მისი ფონეტიკური ვარიანტები ნართული ეპოსის თითქმის ყველა კავკასიურ ვერსიაში გვხვდება. სახელის წარმომავლობა უცნობია, თუმცა არის არაერთი ცდა, იგი ირანული და კავკასიური (აფხაზურადიღური) ენების ბაზაზე აიხსნას. დღემდე ძალაში რჩება ვ. აბაევის აზრი, რომლის თანახმად

მიმდინარე ცვლილება 13:25, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

სათანა || შათანა / ახსინა (ოს. Сатана, Шатана, Æхсинæ) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიის ცენტრალური პერსონაჟი, ვასთირჯისა და წყალთა უფლის – დონბეთირის ასულის – ძერასას ქალიშვილი, ურუზმაგის დაჲ და ცოლი (ურუზმაგისა და სათანას შეუღლება არის ირეალური ინცესტი – ღვთაებრივისა და მიწიერის შეერთება, რადგან ცოლ-ქმარი წარმოადგენს ყოფით პლანში გადატანილი პირველი ღვთაებრივი და ადამიანური წყვილის მითოლოგიურ სახეს. ურუზმაგის და სათანას შეუღლება გარდაუვალია, რათა საფუძველი დაედოს მითიური ხალხის – ნართების გაჩენას. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას და- ძმის ცოლ-ქმრობა, რასაც არც ოსებისა და არც კავკასიის სხვა ხალხების, არც მათი ახლობელი თუ შორეული წინაპრების რეალურ ყოფაში მოქმედი ქორწინების ინსტიტუტი არ იცნობს და არც არასოდეს იცნობდა.

ეპოსის აფხაზურ ვერსიაში ვხვდებით მინიშნებას ინცესტზე, რასაც ჟ. დჲუმეზილი „არშემდგარ ინცესტს“ უწოდებს. წინასწარმეტყველებითა და ჯადოქრობის უნარით (შეუძლია ამინდის შეცვლა, ფრინველებთან საუბარი, მაქციობა) დაჯილდოებული სათანა არის ნართული საზოგადოების მამოძრავებელი ძალა, ნართების სოფლის საკრალური სივრცის ცენტრი – axis mindi, ნართების ეპიკური ოჯახის დედა (მთავარი დიასახლისი). ეჭვგარეშეა, რომ მისი მონუმენტური პერსონაჟი ეფუძნება ეპოსის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე შექმნილი მატრიარქი პირველწინაპრის მითოპოეტურ სახეს. ამიტომაც არის, რომ სათანას საყვარელი ვაჟი – სოსლანი, რომელიც ასევე უძველესი სოლარული გმირის სახეა და დედასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული (დედა-შვილი ხასიათებით ერთმანეთს გვანან), სწორედ მატრილოკალურობის პრინციპით შემოდის ნართების დიდ ოჯახში (ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ნართების საზოგადოება მატრიარქალურია ან ეპოსი მატრიარქატის ეპოქაში შეიქმნა. პირიქით, ეპოსი გაცილებიც გვიანდელია და განვითარებული პატრიარქალური ურთიერთობების ბოლო სტადიას ასახავს). სათანას ღვთაებრივმა წარმომავლობამ (ვასთირჯისა და ნიმფას შვილობამ) და დედის, როგორც ასეთის, უკვდავებამ განაპირობა ის გარემოება, რომ, სხვა გმირებისგან განსხვავებით, არცერთ გადმოცემაში მინიშნებაც კი არ არის მის გარდაცვალებაზე. „შეიძლება ნართები ნებისმიერი, თუნდაც მთავარი გმირების გარეშე მოვიაზროთ, მაგრამ მათი წარმოდგენა სათანას გარეშე შეუძლებელია“ (ვ. აბაევი).

სახელი „სათანა“ და მისი ფონეტიკური ვარიანტები ნართული ეპოსის თითქმის ყველა კავკასიურ ვერსიაში გვხვდება. სახელის წარმომავლობა უცნობია, თუმცა არის არაერთი ცდა, იგი ირანული და კავკასიური (აფხაზურადიღური) ენების ბაზაზე აიხსნას. დღემდე ძალაში რჩება ვ. აბაევის აზრი, რომლის თანახმად ჩვენთვის საინტერესო სახელი არ შეიძლება განეკუთვნოს ოსური ენის ირანულ ფენას.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ААбаева З. В. К образу Сатаны нартовского эпоса // ИЮОНИИ. 1963. Вып. XII;
  • Мамиева Н. К. Образ Сатаны в публикациях осетинского нартовского эпоса. Орджоникидзе, 1964;
  • Чочиев А. Р. Сатана – «богиня» – «мать» // ИЮОНИИ. 1983. Вып. XXVI;
  • Чибиров Л. Скифский мир и нартовский эпос // Дарьял. № 1. 2012.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები