სპეციალური ფუნქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სპეციალური ფუნქციები''' – ფუნქციათა კლასი, რომლებიც განსაკ...)

12:30, 6 ივლისი 2023-ის ვერსია

სპეციალური ფუნქციები – ფუნქციათა კლასი, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდებიან მათემატიკური ფიზიკის ამოცანების ამოხსნისას. ძირითადი სპეციალური ფუნქციები განისაზღვრებიან ჩვეულებრივ, როგორც ცვალებადკოეფიციენტებიანი მეორე რიგის წრფივი დიფერენციალური განტოლებების ამოხსნები.

უმნიშვნელოვანესი სპეციალური ფუნქციებია: სფერული, ცილინდრული, ჰიპერგეომეტრიული, ლამეს, მატიეს ფუნქციები და სხვ. ზოგჯერ სპეციალურ ფუნქციებს მიაკუთვნებენ აგრეთვე ტრანსცენდენტურ ფუნქციებს, რომლებიც არ გამოისახებიან ელემენტარული ფუნქციების საშუალებით; ასეთებია: გამა − ფუნქციები, ბეტა-ფუნქციები, ელიფსური ფუნქციები და სხვ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები