გაბარაშვილი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი  
+
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==

მიმდინარე ცვლილება 16:57, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

თამარ გაბარაშვილი

გაბარაშვილი თამარ ბორისის ასული - (22. VII. 1937, თბილისი), ქართველი ვიოლონჩელისტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). ა. ჩიჯავაძის, ს. კოზოლუპოვისა და მ. როსტროპოვიჩის მოწაფე. საქართველოს სახელმწიფო პრემიისა (1995) და არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა (1962, ჰელსინკი, ოქროს მედალი) და კონკურსის (პაბლო კაზალსის სახელობის კონკურსი, ბუდაპეშტი, 1963 და პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსი, მოსკოვი, 1966) ლაურეატი.

1954-56 სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში ჩელოს სპეციალობაზე. 1962 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, იქვე – ასპირანტურა (1966). 1966-იდან „მოსკონცერტის“ სოლისტია, 1986-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1987-იდან სიმებიან საკრავთა კათედრის გამგე, პროფესორი. გ. გამოჩენილი მუსიკოსი, მაღალი კლასის შემსრულებელია. რეპერტუარში აქვს ი. ს. ბახის, ლ. ვან ბეთჰოვენის, ფ. ი. ჰაიდნის, ლ. ბოკერინის, ს. პროკოფიევის, ა. შნიტკეს, ს. ცინცაძის, ს. ნასიძის და სხვა ნაწარმოებები. კონცერტებს მართავს საზღვარგარეთის ქვეყნებში (აშშ, კანადა, ფინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და სხვ.).



[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

თამარ გაბარაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები