კლასიცისტური არქიტექტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
<sup>ზეხაზური ტექსტი</sup>[[ფაილი:Altemuseum.jpg|thumb|400|მპ|კარლ ფრიდრიჰ შინკელი. ალტეს მუზეუმი, ბერლინი, 1822-1830]]
 
<sup>ზეხაზური ტექსტი</sup>[[ფაილი:Altemuseum.jpg|thumb|400|მპ|კარლ ფრიდრიჰ შინკელი. ალტეს მუზეუმი, ბერლინი, 1822-1830]]
'''კლასიცისტური არქიტექტურა''' – XVIII საუკუნის შუახანებიდან აღორძინებას განიცდის ანტიკური არქიტექტურის ფორმები, [[ანტიკურობა|ანტიკურობისაკენ]] მიბრუნება მსოფლიო კულტურის განვითარების გარკვეული ეტაპია, რაც დაკავშირებულია ბურჟუაზიულ ურთიერთობათა წარმოშობასა და განვითარებასთან. არქიტექტურის სფეროში ეს გამოვლინდა ანტიკური არქიტექტურის კლასიკური ფორმებისაკენ მიბრუნებით, რამაც შეცვალა ბაროკოსა და როკოკოს ხელოვნება. კვლავ ჩნდება მკაცრი [[სტილი (ხელოვნება)|სტილი]]ს პორტიკები და კოლონადები, ლოჯიები, [[გუმბათი|გუმბათები]]. ეს ხელოვნურად აღმოცენებული სტილი გამოვლინდა XIX საუკუნის დამდეგს ამპირში – ნაპოლეონის იმპერიის განდიდების დეკორატიულ სტილში, XIX საუკუნის შუა წლებში კლასიციზმის არქიტექტურა ამთავრებს არსებობას.  
+
'''კლასიცისტური არქიტექტურა''' – XVIII საუკუნის შუახანებიდან აღორძინებას განიცდის ანტიკური არქიტექტურის ფორმები, [[ანტიკურობა|ანტიკურობისაკენ]] მიბრუნება მსოფლიო კულტურის განვითარების გარკვეული ეტაპია, რაც დაკავშირებულია ბურჟუაზიულ ურთიერთობათა წარმოშობასა და განვითარებასთან. არქიტექტურის სფეროში ეს გამოვლინდა ანტიკური არქიტექტურის კლასიკური ფორმებისაკენ მიბრუნებით, რამაც შეცვალა ბაროკოსა და როკოკოს ხელოვნება. კვლავ ჩნდება მკაცრი [[სტილი]]ს პორტიკები და კოლონადები, ლოჯიები, [[გუმბათი|გუმბათები]]. ეს ხელოვნურად აღმოცენებული სტილი გამოვლინდა XIX საუკუნის დამდეგს ამპირში – ნაპოლეონის იმპერიის განდიდების დეკორატიულ სტილში, XIX საუკუნის შუა წლებში კლასიციზმის არქიტექტურა ამთავრებს არსებობას.  
  
 
XIX საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ევროპული დედაქალაქის ეროვნული მუზეუმების [[შენობა|შენობები]] კლასიცისტური სტილის მიხედვით დაპროექტდა, რაც ახალ შენობებს კულტურის ტაძრების ფუნქციას სძენდა და ეროვნულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის, ალბათ, ბერლინის ალტეს მუზეუმი (Altes Museum, ძველი მუზეუმი) გახლდათ, რომელიც 1822 წელს კარლ ფრიდრიჰ შინკელმა (Karl Friedrich Schinkel, 1781-1841) დააპროექტა და რომელიც 1824-1830 წლებში აშენდა. ალტეს მუზეუმი ხელოვნების ნიმუშების სამეფო კოლექციის გამოსაფენად აიგო შუაგულ ბერლინში, ბაროკული სამეფო სასახლის მოპირდაპირედ, [[მდინარე]] შპრეეს კუნძულზე. მუზეუმის მთავარ იმპოზანტურ ფასადს 18 იონიური სვეტისგან შემდგარი, ცოკოლზე აღმართული შთამბეჭდავი კოლონადა ქმნის, რომლისკენაც ცენტრალურ განიერ კიბეს მივყავართ. შინკელმა გაითვალისწინა ხელოვნების ნიმუშების განათების პრობლემა მუზეუმის როგორც ქვედა, ისე ზედა სართულებზე და ცენტრალური როტონდის ორივე მხარეს შიდა ეზოები დააპროექტა. მუზეუმის ფასადებზე გაჭრილი მაღალი ფანჯრები ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფდა ინტერიერს; ფანჯრების მიმართ პერპენდიკულარულად განლაგებული კედლები სურათების ზედაპირებს ანარეკლებისგან იცავდა.  
 
XIX საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ევროპული დედაქალაქის ეროვნული მუზეუმების [[შენობა|შენობები]] კლასიცისტური სტილის მიხედვით დაპროექტდა, რაც ახალ შენობებს კულტურის ტაძრების ფუნქციას სძენდა და ეროვნულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის, ალბათ, ბერლინის ალტეს მუზეუმი (Altes Museum, ძველი მუზეუმი) გახლდათ, რომელიც 1822 წელს კარლ ფრიდრიჰ შინკელმა (Karl Friedrich Schinkel, 1781-1841) დააპროექტა და რომელიც 1824-1830 წლებში აშენდა. ალტეს მუზეუმი ხელოვნების ნიმუშების სამეფო კოლექციის გამოსაფენად აიგო შუაგულ ბერლინში, ბაროკული სამეფო სასახლის მოპირდაპირედ, [[მდინარე]] შპრეეს კუნძულზე. მუზეუმის მთავარ იმპოზანტურ ფასადს 18 იონიური სვეტისგან შემდგარი, ცოკოლზე აღმართული შთამბეჭდავი კოლონადა ქმნის, რომლისკენაც ცენტრალურ განიერ კიბეს მივყავართ. შინკელმა გაითვალისწინა ხელოვნების ნიმუშების განათების პრობლემა მუზეუმის როგორც ქვედა, ისე ზედა სართულებზე და ცენტრალური როტონდის ორივე მხარეს შიდა ეზოები დააპროექტა. მუზეუმის ფასადებზე გაჭრილი მაღალი ფანჯრები ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფდა ინტერიერს; ფანჯრების მიმართ პერპენდიკულარულად განლაგებული კედლები სურათების ზედაპირებს ანარეკლებისგან იცავდა.  

მიმდინარე ცვლილება 14:12, 18 მაისი 2023 მდგომარეობით

ზეხაზური ტექსტი
კარლ ფრიდრიჰ შინკელი. ალტეს მუზეუმი, ბერლინი, 1822-1830

კლასიცისტური არქიტექტურა – XVIII საუკუნის შუახანებიდან აღორძინებას განიცდის ანტიკური არქიტექტურის ფორმები, ანტიკურობისაკენ მიბრუნება მსოფლიო კულტურის განვითარების გარკვეული ეტაპია, რაც დაკავშირებულია ბურჟუაზიულ ურთიერთობათა წარმოშობასა და განვითარებასთან. არქიტექტურის სფეროში ეს გამოვლინდა ანტიკური არქიტექტურის კლასიკური ფორმებისაკენ მიბრუნებით, რამაც შეცვალა ბაროკოსა და როკოკოს ხელოვნება. კვლავ ჩნდება მკაცრი სტილის პორტიკები და კოლონადები, ლოჯიები, გუმბათები. ეს ხელოვნურად აღმოცენებული სტილი გამოვლინდა XIX საუკუნის დამდეგს ამპირში – ნაპოლეონის იმპერიის განდიდების დეკორატიულ სტილში, XIX საუკუნის შუა წლებში კლასიციზმის არქიტექტურა ამთავრებს არსებობას.

XIX საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ევროპული დედაქალაქის ეროვნული მუზეუმების შენობები კლასიცისტური სტილის მიხედვით დაპროექტდა, რაც ახალ შენობებს კულტურის ტაძრების ფუნქციას სძენდა და ეროვნულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის, ალბათ, ბერლინის ალტეს მუზეუმი (Altes Museum, ძველი მუზეუმი) გახლდათ, რომელიც 1822 წელს კარლ ფრიდრიჰ შინკელმა (Karl Friedrich Schinkel, 1781-1841) დააპროექტა და რომელიც 1824-1830 წლებში აშენდა. ალტეს მუზეუმი ხელოვნების ნიმუშების სამეფო კოლექციის გამოსაფენად აიგო შუაგულ ბერლინში, ბაროკული სამეფო სასახლის მოპირდაპირედ, მდინარე შპრეეს კუნძულზე. მუზეუმის მთავარ იმპოზანტურ ფასადს 18 იონიური სვეტისგან შემდგარი, ცოკოლზე აღმართული შთამბეჭდავი კოლონადა ქმნის, რომლისკენაც ცენტრალურ განიერ კიბეს მივყავართ. შინკელმა გაითვალისწინა ხელოვნების ნიმუშების განათების პრობლემა მუზეუმის როგორც ქვედა, ისე ზედა სართულებზე და ცენტრალური როტონდის ორივე მხარეს შიდა ეზოები დააპროექტა. მუზეუმის ფასადებზე გაჭრილი მაღალი ფანჯრები ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფდა ინტერიერს; ფანჯრების მიმართ პერპენდიკულარულად განლაგებული კედლები სურათების ზედაპირებს ანარეკლებისგან იცავდა.

ბენჯამინ ჰენრი ლათრობი. შეერთებული შტატების კაპიტოლიუმი, ვაშინგტონი, 1808. თ. საზერლენდის გრავიურა, 1825; ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა, ი.ნ. ფელფს სთოუქის კოლექცია, მირიამ და ირა ვალაჰების ხელოვნების, ბეჭდვის და ფოტოგრაფიის განყოფილება

კლასიცისტული სტილის საჯარო ნაგებობები შეერთებულ შტატებშიც შენდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვან და სიმბოლურ კლასიცისტურ შენობას ვაშინგტონში შეერთებული შტატების კა-პიტოლიუმი წარმოადგენს. კაპიტოლიუმის თავდაპირველი პროექტი მოყვარულმა არქიტექტორმა უილიამ თორნთონმა (William Thornton, 1759-1828) შეადგინა 1792 წელს. მისი გრანდიოზული გეგმის მთავარი კომპონენტი იყო ტაძრის დამაგვირგვინებელი დიდი გუმბათი. შენობის ამ ცენტრალურ ნაწილს ორივე მხრიდან წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ორი ფრთა ესაზღვრებოდა. 1803 წელს პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა (1743-1826), ასევე მოყვარულმა არქიტექტორმა, კაპიტოლიუმის მშენებლობის გასაკონტროლებლად ბრიტანეთში ნასწავლი პროფესიონალი არქიტექტორი ბენჯამინ ჰენრი ლათრობი (Benjamin Henry Latrobe, 1764-1820) დაიქირავა. ლათრობმა შეცვალა თორნთონის პროექტი და აღმოსავლეთ ნაწილში მას დიდი კიბე და კორინთული კოლონადა დაუმატა. 1812 წლის ომის დროს, როდესაც შენობა ბრიტანელების მიერ გაიძარცვა, ლათრობმა კაპიტოლიუმის ფრთები აღადგინა, თავად შენობას კი უფრო მაღალი გუმბათი დაადგა. ლათრობმა შენობის ინტერიერისთვის ტრადიციული კლასიკური სისტემიდან აღებული კორინთული ორდერის ვარიაციები შექმნა, ჩაანაცვლა რა აკანთის ფოთლები ადგილობრივი კულტურების - მარცვლეულისა და თამბაქოს - მცენარეული მოტივებით.

თომას ჯეფერსონი. მონტიჩელო, შარლოთსვილი, ვირჯინია, 1769-1783, 1796-1809

1817 წელს მან დატოვა თანამდებობა, კაპიტოლიუმის რეკონსტრუქცია კი ჩარლზ ბალფინჩმა (Charles Bulfinch, 1763-1844) დაასრულა. შენობის კიდევ ერთი არსებითი შეკეთება 1850 წელს განხორციელდა, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაიზარდა გუმბათის ზომები. ვირჯინიის შტატში, შარლოთსვილის მახლობლად, მთის წვერზე აგებული ჯეფერსონის სახლის პროექტი, სახელწოდებით მონტიჩელო (იტალიურად - პატარა მთა), კლასიცისტური არქიტექტურის მაგალითია. ჯეფერსონმა მშენებლობის პირველი ეტაპი (1769-1782), რომლის პროექტი პალადიოს სტილის საფუძველზე იყო შემუშავებული, მაშინ დაიწყო, როდესაც ვირჯინია ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო. თუმცა, 1796 წელს მას გული აუცრუვდა ინგლისელებსა და მათ არქიტექტურაზე და ამერიკის ელჩად პარიზში ყოფნისას, ფრანგულმა არქიტექტურამ გაიტაცა. მონტიჩელოში მან ახალი მშენებლობა წამოიწყო (1796-1809), სახლი გააფართოვა და აგურისა და ხის ექსტერიერი ისე შეცვალა, რომ სახლის ორი სართული, მოდური პარიზული ტენდენციების მსგავსად, გარედან ერთ დიდ სართულად გამოჩენილიყო. ნაგებობამ ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის თანამედროვე და საბერძნეთისა და რომის ანტიკური სამყარო გააერთიანა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სხვადასხვა კულტურის მიბაძვამ კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები