ცხოვრების ხე
(ახალი გვერდი: '''ცხოვრების ხე''' (მსოფლიო ხე) – მსოფლიო წესრიგის სიმბოლური სა...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ცხოვრების ხე''' (მსოფლიო ხე) – მსოფლიო წესრიგის სიმბოლური სახე საკაცობრიო მითოლოგიაში. განასახიერებდა სამყაროს მთლიანობას, ქვეყნიერების ნაწილთა სივრცობრივ-სტრუქტურულ ურთიერთკავშირს. სამყაროს მთლიანობა განხილული იყო როგორც ერთმანეთის საპირისპირო ნიშანთა მქონე ელემენტების ერთობლიობა (მაგ., [[ზესკნელი]]-ქვესკნელი). | + | '''ცხოვრების ხე,''' (მსოფლიო ხე) – მსოფლიო წესრიგის სიმბოლური სახე საკაცობრიო მითოლოგიაში. განასახიერებდა სამყაროს მთლიანობას, ქვეყნიერების ნაწილთა სივრცობრივ-სტრუქტურულ ურთიერთკავშირს. სამყაროს მთლიანობა განხილული იყო როგორც ერთმანეთის საპირისპირო ნიშანთა მქონე ელემენტების ერთობლიობა (მაგ., [[ზესკნელი]]-ქვესკნელი). |
მითოლოგიური ვერსიის თანახმად, ცხოვრების ხე დგას სამყაროს ცენტრში და მოიცავს კოსმოსის სამ სარტყელს. [[ფესვი|ფესვები]] მოქცეულია ქვესკნელში, ტანი – [[სკნელი|სკნელზე]], ხოლო წვერი ზეცაში. ამ ელემენტების უძველესი სიმბოლიკა ცხოველური სახისა იყო. | მითოლოგიური ვერსიის თანახმად, ცხოვრების ხე დგას სამყაროს ცენტრში და მოიცავს კოსმოსის სამ სარტყელს. [[ფესვი|ფესვები]] მოქცეულია ქვესკნელში, ტანი – [[სკნელი|სკნელზე]], ხოლო წვერი ზეცაში. ამ ელემენტების უძველესი სიმბოლიკა ცხოველური სახისა იყო. |
13:13, 17 მაისი 2023-ის ვერსია
ცხოვრების ხე, (მსოფლიო ხე) – მსოფლიო წესრიგის სიმბოლური სახე საკაცობრიო მითოლოგიაში. განასახიერებდა სამყაროს მთლიანობას, ქვეყნიერების ნაწილთა სივრცობრივ-სტრუქტურულ ურთიერთკავშირს. სამყაროს მთლიანობა განხილული იყო როგორც ერთმანეთის საპირისპირო ნიშანთა მქონე ელემენტების ერთობლიობა (მაგ., ზესკნელი-ქვესკნელი).
მითოლოგიური ვერსიის თანახმად, ცხოვრების ხე დგას სამყაროს ცენტრში და მოიცავს კოსმოსის სამ სარტყელს. ფესვები მოქცეულია ქვესკნელში, ტანი – სკნელზე, ხოლო წვერი ზეცაში. ამ ელემენტების უძველესი სიმბოლიკა ცხოველური სახისა იყო.
ცხოვრების ხისადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე სრულდებოდა სხვადასხვა საწესო ქმედებანი: ფერხული, ორპირული სიმღერა, კვდომა-აღდგომის ინსცენირება, მსხვერპლშეწირვა.
ქართველთა წარმოდგენა-შეხედულებანი ცხოვრების ხის შესახებ გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით. ცნობილია საკულტო ხეები (ლაშარის ჯვრის მუხა, ხატის კარზე ან მარანში მდგომი ხე, „ხემხვივანი“ და ა.შ.). მისი ნაკვალევი გვხვდება ქრისტიანულ მსოფლმხედველობაშიც (სვეტიცხოველი, საკულტო ცენტრებში აღმართული ჯვრები, ხატების საბრძანისი ხეები და სხვ.).