თამაში (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:თამაში]]

13:41, 13 მარტი 2023-ის ვერსია

თამაში – ადამიანთა საზოგადოებაში თეატრის ჩასახვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ტერმინით „თამაში“ განისაზღვრება ადამიანისა და ცხოველის მოქმედების ფართო წრე. იგი უპირისპირდება უტილიტარულ-პრაქტიკულ მოღვაწეობას და მისგან განსხვავებით, სასიამოვნო ემოციებს ბადებს თავად ქმედების პროცესში.

ეჭვს არ იწვევს თამაშის მიბაძვით რაობა, მიბაძვა კი წარმოუდგენელია სხვისი როლის გათამაშების გარეშე. ცხადია, რელიგიური ცნობიერების ჩამოყალიბებისთანავე, თამაშმა შეიძინა სხვა მიმართულება და მოვლენებზე მაგიური ზემოქმედების საშუალებად იქცა, მაგრამ ამ ვითარებაშიც შეინარჩუნა მთავარი თვისება – თამაშით მოგვრილი სიხარული და შვება.

თამაშის პირდაპირი გამოხატულება იყო სპორტული ტურნირები და რიტუალური ინიციაციები და რომ არა თამაშის რელიგიური შინაარსი, სპორტული შეჯიბრებები უთუოდ გადაწონიდა თამაშის ნებისმიერ სხვა სახეობას და თეატრის ჩასახვა და განვითარება უთუოდ ეჭვქვეშ დადგებოდა.

ამრიგად, ნებისმიერი თამაში შეიცავს პერსონაჟს, თეატრის „ფორმულის“ აუცილებელ კომპონენტს. იგი პერსონაჟს შეიცავს მაშინაც კი, როდესაც საიდენტიფიკაციო პირი თავად მოთამაშეა. ეს ვითარება აიხსნება ძალზედ მარტივად – მოთამაშე თავის პერსონას ხედავს მისთვის სასურველ სიტუაციაში, ანუ პერსონაჟს ქმნის თავისივე თავისგან.

ნებისმიერი თამაში, ამა თუ იმ ფორმით, შეიცავს ფაბულის ელემენტებს, თუნდაც უმარტივეს დონეზე. მაგრამ თუკი იგი დაკავშირებულია რაღაც მიზანთან, იგი უთუოდ კომპოზიციად ყალიბდება. ბუნებრივია, რომ ტოტემიზმის ხანაში, როცა ადამიანი მთლიანად დამოკიდებული იყო საკუთარი ქმედების წარმატებაზე ნადირობასა თუ შემგროვებლობაში, თამაშმა შეიძინა მიზნობრივი ხასიათი და კონკრეტულ სიუჟეტად ჩამოყალიბდა. ცხადია, სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, აქ უპირატესობა მინიჭებული ექნებოდა სამონადირეო რიტუალს. აშკარაა, ზოომორფიზმის ხანამ საფუძველი ჩაუყარა თეატრალურ ხელოვნებას, რადგან ცხოველის მიბაძვა გარდასახვის გარეშე შეუძლებელია.

ანიმიზმის ხანაში, როცა ირგვლივ ყოველივე „გასულიერდა“, მიბაძვამ მიიღო სხვა ხასიათი. ერთია, როცა ბაძავ ცოცხალ არსებას და სულ სხვაა, როცა გსურს ასახო გარდაცვლილის სული. სწორედ ამ ხანაში ისახება მისტიკური ექსტაზი, რაც მომავალში თეატრალური ქმედების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდება.

თამაშს სულ სხვა მიმართულება მისცა ლეგენდებისა და თქმულებების წარმოშობამ. ზეპირსიტყვიერება ინახავდა და თაობიდან თაობას გადასცემდა მონათხრობს ამა თუ იმ გმირობაზე, ბელადის სიბრძნეზე, მათი ტომის თუ გვარის წარმომავლობაზე. ტოტემური რიტუალისგან განსხვავებით, რომელშიც მონაწილეობა ყველასათვის შეუზღუდავი იყო, თხრობამ გაჰყო მთხრობელი და მსმენელი, თანაც ისე, რომ მთხრობელს დააკისრა თამაშის ყველა პირობის დაცვა, რომელთაგან უმთავრესი იყო ინტერესის აღძვრა მონათხრობისადმი.

ანტროპომორფიზმის ხანაში, როცა ადამიანმა თავისი თვისებები მიაწერა ღვთაებებს, ფანტაზია სრულიად შეუზღუდავი გახდა და საფუძველი ჩაეყარა მითოლოგიას, როგორც რელიგიური აზროვნების უფრო მაღალ სტადიას. მაგრამ თამაშის ტრადიცია არ გამქრალა და იგი ბუნებრივად შეერწყა ახალ პირობებს. მითოლოგიურმა სიუჟეტებმა წარმოშვა მყარი ფაბულები კომპოზიციის ყველა კანონის დაცვით. საწესჩვეულებო რიტუალი და მითოსი შეერთდნენ. წარმოიშვა თეატრის ის სახეობა, რომელმაც არსობრივად უცვლელმა მოაღწია ჩვენამდე. ამრიგად, თამაში და რელიგიურ-საკულტო ქმედებები საფუძვლად დაედო თეატრს და კულტურის ეს დარგი, თუმც ამოუცნობად სახეცვლილი, დღემდე ინარჩუნებს ამ თვისებებს.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები