ექსტაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერნინი. წმ. ტერეზას ექსტაზი

ექსტაზი - (ეტიმ. ბერძ. ékstasis (ნაწარმოებია ზმნიდან existánai „საკუთარი თავიდან გასვლა“), უკიდურესი აღტაცება,თავდავიწყებამდე მისული აღფრთოვანება,აღტყინება.

ქრისტიანულ სულიერებაში აღნიშნავს ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელშიც მორწმუნე ისეთი მგზნებარებითა და გახელებით მიისწრაფვის ღმრთისაკენ, რომ წამიერად კარგავს გონებას, ზოგჯერ კი გარე სამყაროს და საკუთარი თავის აღქმის ყოველგვარ უნარს. მისტიკური ექსტაზი გულისხმობს ადამიანსა და ღმერთს შორის ინტენსიურ ურთიერთობას. მაგ. პავლე მოციქული ამბობს: „მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში“ (გალ. მიმართ ეპისტ. 2-20).







წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები