ქოიავა ნიკოლოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Qoiava nikoloz.jpg|thumb|'''ნიკოლოზ ქოიავა''']]
 
'''ქოიავა ნიკოლოზი''' - (1892-1967) (Koiava Nikoloz) - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1933), [[საქართველო|საქართველოს]] მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).  
 
'''ქოიავა ნიკოლოზი''' - (1892-1967) (Koiava Nikoloz) - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1933), [[საქართველო|საქართველოს]] მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).  
  

01:46, 15 იანვარი 2023-ის ვერსია

ნიკოლოზ ქოიავა

ქოიავა ნიკოლოზი - (1892-1967) (Koiava Nikoloz) - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1933), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ნ. ქოიავა იყო ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანი, რომელიც პირველი ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ 1918 წელს დატოვა უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიისა და სტატისტიკის მეცნიერებებში საპროფესოროდ მოსამზადებლად.

1920-1923 წლებში ნიკოლოზ ქოიავა ბერლინისა და იენის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 1923 წელს დაბრუნდა საქართველოში და სიკვდილამდე ემსახურებოდა მშობლიურ უნივერსიტეტს. ნიკოლოზ ქოიავა იყო თსუ-ის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე (1930-1933; 1937-1967), ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი (1945-1952; 1957-1960; 1966-1967), პრორექტორი (1961- 1964).

მისი ნაშრომები ეხება ფულის მიმოქცევის, კრედიტისა და ფინანსების საკითხებს. ძირითადი შრომებია: „ისტორიული სკოლა ეკონომიკურ მეცნიერებაში“ (1926); „კაპიტალისტური ქვეყნების ფულის მიმოქცევა და კრედიტი“. ნაწ. 1, 2. (1956-1960); „ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში“ (1963); „შრომის იარაღები და პირადი მოხმარების საგნები შ. რუსთაველის პოემაში „ვეფხისტყაოსანი“ (1967) და ა.შ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები