წამწე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 22: ხაზი 22:
  
 
==== უორენის წამწე ====
 
==== უორენის წამწე ====
თანამედროვე ტიპის წამწე ტოლგვერდა სამ-კუთხედებიანი გისოსით.
+
თანამედროვე ტიპის წამწე ტოლგვერდა სამკუთხედებიანი [[გისოსი]]თ.
  
 
==== ხე-ლითონის წამწე ====
 
==== ხე-ლითონის წამწე ====
 
ხის წამწე, რომლის ქვედა სარტყელი და გისოსის ზოგი ელემენტი ლითონისგანაა განხორციელებული.
 
ხის წამწე, რომლის ქვედა სარტყელი და გისოსის ზოგი ელემენტი ლითონისგანაა განხორციელებული.
  
 +
 +
 +
<gallery>
 +
ფაილი:Brtyeli wamwe.JPG|ბრტყელი წამწე
 +
ფაილი:Pratis wamwe.JPG|პრატის წამწე
 +
ფაილი:Sivrculi wamwe.JPG|სივრცული წამწე
 +
ფაილი:Uorenis wamwe.JPG|უორენის წამწე
 +
</gallery>
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 16:34, 1 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

წამწე

წამწე − (ლათ. firme მაგარი, მტკიცე), ღეროების სისტემა, რომლებიც ბოლოებში შეერთებულია სახსრებით და წარმოადგენს ერთ მთლიან ხისტ (მტკიცე) კონსტრუქციას. წამწე არის შენობის, ხიდის მალის ნაშენის, ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და სხვათა გადახურვის ღეროვანი მზიდი კონსტრუქცია, რომელსაც ამზადებენ ლითონის, რკინაბეტონის, ხის, პლასტმასისა და კომბინირებული მასალისაგან.

წამწის საანგარიშო სქემაში კვანძებში ღეროების შეერთება პირობით მიღებულია სახსრიან შეერთებად, დატვირთვა კი – კვანძებში მოდებულად. ამიტომ გაანგარიშებისას თვლიან, რომ წამწის ღეროებში წარმოიქმნება მხოლოდ გრძივი (გამჭიმი ან მკუმშავი) ძალები.

არსებობს წამწის სახეები: ამწის, ბელგიური, ბოლმანის, ბრტყელი, გაუჭრელი, ვანტური, ვერენ-დელის, ზედასვლიანი, თაღოვანი, ირიბანული, დაკი-დებული, კონსოლურ-თაღოვანი, კომბინირებული, კონსოლური, კონსოლურ-კოჭოვანი, კოჭური, ლითო-ნის, ლინზისმაგვარი, მთავარი, მრავალირიბნებიანი, მსუბუქი, მძიმე, ნახევრადირიბანული, ნივნივური, ნივნივქვეშა, პოლიმერის, პრატის, პოლი-გონური, რკინაბეტონის, საბრუნი, სამკუთხა, საყრდენი, სახსრიანი, სეგმენტური, სივრცული, ტრაპეციული, ფინკის, უგანმბჯენო, უირიბნო, უორენის, უჭრი, ქვედასვლიანი, შენადუღი, შპრენგელური, შუასავალიანი, წინასწარ დაძაბული, ხე-ლითონის, ხისა და სხვ.

სარჩევი

[რედაქტირება] ბრტყელი წამწე

წამწე, რომელშიც ყველა ღეროს ღერძი ერთ სიბრტყეში მდებარეობს.

[რედაქტირება] ბვანტური წამწე

საყრდენებზე ჩამოკიდებული განმბჯენიანი წამწე მოქნილი ღეროებით (ვანტებით).

[რედაქტირება] მარტივი წამწე

წამწე, რომელიც ისეა შედგენილი, რომ დაწყებული სამი ღეროდან, რომლებიც ადგენენ სამკუთხედს, ყველა შემდგომი კვანძი იქმნება ორი ღეროს დამატებით ბრტყელ წამწეში ან სამი ღეროს დამატებით – სივრცით წამწეში.

[რედაქტირება] პრატის წამწე

თანამედროვე ტიპის წამწე ფოლადის შეკუმ-შული დგარებითა და გაჭიმული ირიბნებით.

[რედაქტირება] სივრცული წამწე

წამწე, რომელშიც ღეროთა ღერძები ერთ სიბრტყეში არ მდებარეობს.

[რედაქტირება] უორენის წამწე

თანამედროვე ტიპის წამწე ტოლგვერდა სამკუთხედებიანი გისოსით.

[რედაქტირება] ხე-ლითონის წამწე

ხის წამწე, რომლის ქვედა სარტყელი და გისოსის ზოგი ელემენტი ლითონისგანაა განხორციელებული.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები