ორთოკლაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ორთოკლაზი''' − (ბერძ. orthós პირდაპირი, სწორი და klasis გარდატეხა), [[სი...)

16:17, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია

ორთოკლაზი − (ბერძ. orthós პირდაპირი, სწორი და klasis გარდატეხა), სილიკატების კლასის მინდვრის შპატების ჯგუფის მინერალი;

ქიმიური ფორმულა KАlSi3О8. მინარევები: Na, Bа, Fe, Cа, Rb, Cs. კრისტალებს პრიზმის ფორმა აქვს. ფერი – მურა-ყვითელი ან ვარდისფერი. ელვარებს მინისებურად. სიმკვრივე – 2550-2580 კგ/მ3. მაგმური ქანების ერთ-ერთი ძირითადი ქანთმაშენი მინერალი. გვხვდება აგრეთვე პეგმატიტურ ძარღვებსა და მეტამორფულ ქანებში. იყენებენ კერამიკულ და მინის მრეწველობაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები