ევროპა
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
ევროპაში დიდი, განიერი და წყალუხვი მდინარეებია: ვოლგა, დუნაი, დნეპრი, დონი, პეჩორა, რეინი, ელბა (ლაბა), ვისლა, ოდერი (ოდრა), სენა. ტერიტორიის 1/3 უკავია ტყეებს. | ევროპაში დიდი, განიერი და წყალუხვი მდინარეებია: ვოლგა, დუნაი, დნეპრი, დონი, პეჩორა, რეინი, ელბა (ლაბა), ვისლა, ოდერი (ოდრა), სენა. ტერიტორიის 1/3 უკავია ტყეებს. | ||
− | მოიპოვება ნავთობი, გაზი, [[ნახშირი]], რკინის [[მადანი]], [[ფერადი ლითონები]] და სხვა. | + | მოიპოვება [[ნავთობი]], გაზი, [[ნახშირი]], რკინის [[მადანი]], [[ფერადი ლითონები]] და სხვა. |
ფართოდაა წარმოდგენილი სარკინიგზო და საავტომობილო გზები, სამდინარო და ავიახაზები. ევროპა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია მსოფლიოში. | ფართოდაა წარმოდგენილი სარკინიგზო და საავტომობილო გზები, სამდინარო და ავიახაზები. ევროპა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია მსოფლიოში. |
მიმდინარე ცვლილება 14:08, 29 აგვისტო 2022 მდგომარეობით
ევროპა - (ბერძნული Eurōpē - დასავლეთი), ევრაზიის კონტინენტის დასავლეთი ნაწილი. მდებარეობს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით და სამხრეთით - ატლანტის ოკეანე ზღვებით, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი გასდევს ურალის ქედს, მდინარე ემბას, კასპიის ზღვის ნაპირს, კუმა-მანიჩის ღრმულს.
ფართობი 10 მლნ. კმ2. არქიპელაგებს და კუნძულებს უკავიათ 730 ათ. კმ2, აქედან ყველაზე დიდია: ბრიტანეთი, ისლანდია, ახალი მიწა, შპიცბერგენი. სანაპირო ხაზი დანაწევრებულია. ევროპის 25% მოდის ნახევარკუნძულებზე: სკანდინავიის, პირინეის, აპენინის, ბალკანეთის. მრავლად გვხვდება ყურეები და სრუტეები.
რელიეფში ჭარბობს ბორცვიანი ვაკეები (აღმოსავლეთ ევროპის, შუა ევროპის, შუა და ქვედა დუნაის, პარიზის აუზი და სხვა). ტერიტორიის 17% უკავია მთებს (ალპები, კარპატები, პირინეები, აპენინები, ურალი, სკანდინავიის მთები და სხვა). ზედაპირის საშუალო სიმაღლე დაახლოებით ზღვის დონიდან 300 მ, მაქსიმალური - 4807 მ. (მთა მონბლანი ალპებში).
ტერიტორიის დიდ ნაწილზე კლიმატი ზომიერია, ხმელთაშუა ზღვისპირეთში - სუბტროპიკული. უმნიშვნელო ფართობი მოქცეულია არქტიკულ და სუბარქტიკულ კლიმატურ სარტყელებში.
ევროპაში დიდი, განიერი და წყალუხვი მდინარეებია: ვოლგა, დუნაი, დნეპრი, დონი, პეჩორა, რეინი, ელბა (ლაბა), ვისლა, ოდერი (ოდრა), სენა. ტერიტორიის 1/3 უკავია ტყეებს.
მოიპოვება ნავთობი, გაზი, ნახშირი, რკინის მადანი, ფერადი ლითონები და სხვა.
ფართოდაა წარმოდგენილი სარკინიგზო და საავტომობილო გზები, სამდინარო და ავიახაზები. ევროპა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია მსოფლიოში.
მოსახლეობა - 731 მლნ. ადამიანი (2012).
ეროვნებების განსახლება ძირითადად ემთხვევა სახელმწიფოების საზღვრებს.
ევროპის ტერიტორიაში შედის რუსეთის ფედერაციის, ყაზახეთისა და თურქეთის ტერიტორიების ნაწილები. ევროპის 42 სახელმწიფოდან 26 ნატოს წევრი ქვეყანაა.