ხანჩალი (ტბა)
(→წყარო) |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
* სიმაღლე ზღვის დონიდან - 1,928მ | * სიმაღლე ზღვის დონიდან - 1,928მ | ||
* ტემპერატურა - 10°C | * ტემპერატურა - 10°C | ||
− | * მდინარის აუზის ფართობი - 176კმ<sup>2</sup> | + | * [[მდინარე|მდინარის]] აუზის ფართობი - 176კმ<sup>2</sup> |
ხაზი 27: | ხაზი 27: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | მაჭარაშვილი ირაკლი. ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები : ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია | + | მაჭარაშვილი ირაკლი. ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები : ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია |
− | + | ||
[[კატეგორია: ტბები საქართველოში]] | [[კატეგორია: ტბები საქართველოში]] |
14:13, 26 ივლისი 2022-ის ვერსია
ხანჩალი - ტბა სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე. ხანჩალის ტბა მდებარეობს დიდ ქვაბულში ნინოწმინდის დასავლეთით. ქვებულის სიგრძე 8-9 კმ-ია. სამხრეთ-დასავლეთით ქვებული ესაზღვრება ჩილდირისა და ჰექტეფის ქედების ჩრდილოეთ კალთებს (2800-2900მ). ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ქვებულს ესაზღვრება ვულკანური მთები, რომელთა ფარდობითი სიმაღლე ქვაბულის ფსკერიდან 70-120 მ-ია. ტბა ძლიერ წყალმარჩხია. ადრე იგი სიდიდით მე-5 ტბა იყო საქართველოში, რომლის მთლიანი ფართობი 13.1 კმ-ს შეადგენდა, ვიდრე მისი 2/3-ზე მეტი არ დააშრეს.
ხანჩალის ტბის სტატისტიკური მონაცემები ტბის დაშრობამდე:
- ფართობი -13.1კმ2
- სიგრძე - 7 კმ2
- სიგანე - 2.5კმ2
- სიღრმე - 0.7 მ
- სიმაღლე ზღვის დონიდან - 1,928მ
- ტემპერატურა - 10°C
- მდინარის აუზის ფართობი - 176კმ2
ჩამდინარე წყლები:
ტბას კვებავს 10 მცირე მდინარე, რომელთაგან 3 სეზონურია; მთელი ნაკადის საშუალო დებეტი 2 265 ლ/წმ-ია.
გამომავალი წყლები:
ტბის ჩრდილოეთი ნაწილიდან გამოედინება მდინარე აგრიჩაი, რომელიც უერთდება მდინარე ფარავანს სოფ. ყაურმასთან. ხანჩალის დაცლა ხდება წყლის დონის მარეგულირებელი არხებითაც. ასევე ტბიდან სათავეს იღებენ ე.წ. დილიფის წყაროები. მთლიანად გამოსავალი 3250 ლ/წმ-ია.
წყარო
მაჭარაშვილი ირაკლი. ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები : ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია