მარკოზაშვილი ციცინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარკოზაშვილი ციცინო“ გადაიტანა გვერდზე „ციცინო მარკოზაშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ციცინო მარკოზაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „მარკოზაშვილი ციცინო...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:18, 28 მარტი 2022 მდგომარეობით

მარკოზაშვილი ციცინო — (1947), პოეტი, პედაგოგი. დაიბადა თელავში. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს კლასის პედაგოგად. წერს ლექსებს, ეწევა ლიტერატურულ-პუბლიცისტურ საქმიანობას. გამოქვეყნებული აქვს წერილები და პოეტური თარგმანები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.


ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია
შეჩერდით! − გეყოთ, ეგ ირონია,
გულს ნუღარ ივსებთ ბოღმით და შხამით,
კოსმიურ ხმათა ამ სიმფონიას
ყური მიუგდეთ სულ ერთი წამით.
ეს მელოდია, ეს ჰარმონია,
შობილი ციურ არემარეში...
ო, როგორ სცდება, ვისაც ჰგონია,
რომ იარსებებს ღმერთის გარეშე!!!


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები