მარკოზაშვილი ციცინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარკოზაშვილი ციცინო — (1947), პოეტი, პედაგოგი. დაიბადა თელავში. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს კლასის პედაგოგად. წერს ლექსებს, ეწევა ლიტერატურულ-პუბლიცისტურ საქმიანობას. გამოქვეყნებული აქვს წერილები და პოეტური თარგმანები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.
- ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია
- შეჩერდით! − გეყოთ, ეგ ირონია,
- გულს ნუღარ ივსებთ ბოღმით და შხამით,
- კოსმიურ ხმათა ამ სიმფონიას
- ყური მიუგდეთ სულ ერთი წამით.
- ეს მელოდია, ეს ჰარმონია,
- შობილი ციურ არემარეში...
- ო, როგორ სცდება, ვისაც ჰგონია,
- რომ იარსებებს ღმერთის გარეშე!!!