კახიძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კახიძე რევაზ''' − (1936 − 2012), ქართველი პოეტი. ლიტერა...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კახიძე რევაზ“ გადაიტანა გვერდზე „რევაზ კახიძე“)

13:25, 18 მარტი 2022-ის ვერსია

კახიძე რევაზ − (1936 − 2012), ქართველი პოეტი. ლიტერატურული ფსევდონიმი – უჩინო. დაიბადა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სპი-ში, ინჟინრის სპეციალობის დასაუფლებლად, შემდეგ განაგრძო სწავლა და დაამთავრა მოსკოვში წარჩინებით და წითელი დი პლომით. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო რადიოტექნიკა, უკრავდა გიტარაზე, წერდა ლექსებს, მოწიფულ ასაკში კი ჭედურობის ხელოვნებასაც დაეუფლა. 60-70- იან წლებში მისი ლექსები, მოთხრობები და მინიატურები იბეჭდებოდა ჟურნალებში − „დროშა” და „ნიანგი” და გაზეთ „ალტერნატივაში”. 1982 წელს დაიბეჭდა რევაზ კახიძის პოეტური კრებული − „დაუვიწყარი ყვავილები”, გარდაცვალების შემდეგ კი გამოიცა მისი კიდევ ერთი კრებული.


მხატვარი (ფიროსმანს)
გულგასენილი იანვრის ქარი
მესტვირესავით იბრუნებს ტუჩებს,
სადღაც სარდაფში ქვითინებს თარი
და კაეშანი ატყვია ქუჩებს.
მწუხრი გვიწყობდა ღამის რვიანებს,
ვჭრიდით დღეებით _ თეთრი ტუზებით,
დღეს კი ის კაცი დაიგვიანებს
დიდი ოცნების ლურჯი ღუზებით.
გული ბუდიდან არ ამომხტარა,
არ წაქცეულა თოვლში ჭადარი,
უბრალოდ, დიდი არა მოხდა რა −
მოლბერტით ხელში მოკვდა მხატვარი.
გაქრა ძლიერთა ფერთა მწერალი
და გულს მისერავს ფიქრთა ქაოსი...
მან გააცოცხლა სხივთა ჩქერალით
კოლხის სული და სუნთქვა ტაოსი,
აახლა ფრესკა და ნახატარი,
გვასმინა ღრუბელთ თეთრი გალობა
და დიდ ტილოებს შერჩა მხატვარი
ვით უკვდავების გარდუვალობა!
ქვეყნის ტკივილი ფუნჯით ატარა,
მაგრამ სიკვდილი არის უხათრო...
მე მეცოდება განა მხატვარი −
მე მებრალება ქუჩა უმხატვროდ!..

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები