კულონი
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
კულონი [[საქართველო|საქართველოში]] მიღებული სამკაული იყო ისტორიულადაც. არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული კულონები შემკულია საქართველოსთვის ტრადიციული ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით. ესენია: ალმასი, ლალი, ზურმუხტი, საფირონი, ამეთვისტო და სხვა. | კულონი [[საქართველო|საქართველოში]] მიღებული სამკაული იყო ისტორიულადაც. არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული კულონები შემკულია საქართველოსთვის ტრადიციული ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით. ესენია: ალმასი, ლალი, ზურმუხტი, საფირონი, ამეთვისტო და სხვა. | ||
− | ზოგჯერ კულონს ავგაროზის დანიშნულებაც ჰქონდა. მაგ., II-IV სს-ით დათარიღებულ წილკნის არქეოლოგიურ გათხრების შედეგად ნაპოვნ ოქროს კულონს, რომელიც შემკულია ამეთვისტოს ინტალიოთი და მარგალიტით, ინტალიოს ზურგზე, [[შელოცვა|შელოცვების]] ტექსტით მაგიური შინაარსის წარწერაა ამოკვეთილი. ამგვარი ავგაროზ-აბრაზაქსები ძალიან პოპულარული იყო ანტიკური ხანის დასასრულს და მათი ანალოგები მრავლადაა აღმოჩენილი საქართველოში. | + | ზოგჯერ კულონს ავგაროზის დანიშნულებაც ჰქონდა. მაგ., II-IV სს-ით დათარიღებულ წილკნის არქეოლოგიურ გათხრების შედეგად ნაპოვნ ოქროს კულონს, რომელიც შემკულია ამეთვისტოს ინტალიოთი და მარგალიტით, ინტალიოს ზურგზე, [[შელოცვა|შელოცვების]] ტექსტით მაგიური შინაარსის წარწერაა ამოკვეთილი. ამგვარი ავგაროზ-აბრაზაქსები ძალიან პოპულარული იყო [[ანტიკური]] ხანის დასასრულს და მათი ანალოგები მრავლადაა აღმოჩენილი საქართველოში. |
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == |
00:22, 28 ივნისი 2021-ის ვერსია
კულონი - ერთგვარი ოვალური ფორმის სამკაული. ზოგჯერ აქვს საკიდრები. კულონს ძირითადად აკეთებენ ოქროსა და ვერცხლისაგან. ხშირად აჟურულად დამუშავებული კეთილშობილი ლითონისაგან, ხმარობენ ძეწკვზე დაკიდებულს.
კულონი საქართველოში მიღებული სამკაული იყო ისტორიულადაც. არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული კულონები შემკულია საქართველოსთვის ტრადიციული ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით. ესენია: ალმასი, ლალი, ზურმუხტი, საფირონი, ამეთვისტო და სხვა.
ზოგჯერ კულონს ავგაროზის დანიშნულებაც ჰქონდა. მაგ., II-IV სს-ით დათარიღებულ წილკნის არქეოლოგიურ გათხრების შედეგად ნაპოვნ ოქროს კულონს, რომელიც შემკულია ამეთვისტოს ინტალიოთი და მარგალიტით, ინტალიოს ზურგზე, შელოცვების ტექსტით მაგიური შინაარსის წარწერაა ამოკვეთილი. ამგვარი ავგაროზ-აბრაზაქსები ძალიან პოპულარული იყო ანტიკური ხანის დასასრულს და მათი ანალოგები მრავლადაა აღმოჩენილი საქართველოში.
ლიტერატურა
ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981; ს.სელივანკინი, პ.სერენკო, პ. ციპლაკოვი, საიუველირო საქონელი და საათები, 1958. მ.ბ.