აბრაჰამ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბრაჰამ II (აბალაკი)“ გადაიტანა გვერდზე „აბრაჰამ II“ გადამისამარ...)
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 +
 
 
[[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]

22:38, 11 აპრილი 2021-ის ვერსია

აბრაჰამ II (აბალაკი) - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (დაახლ. 1467-1497). მოქმედ კათოლიკოსად ჩანს 1467 წ., 1492 წ., 1493 წ. და 1497 წ. დათარიღებულ საბუთებში.

მის მიერ საკათოლიკოსო ტახტის დაკავების დროისათვის ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლა ოფიციალურად გაფორმებულია. აბრაჰამ II ზრუნავდა საკათოლიკოსო მამულების მთლიანობის შენარჩუნებაზე. მან კახთა მეფის, ალექსანდრე I-ის, ზეობისა და ამბა ალავერდელ კირილეს მღვდელმთავრობის დროს საყდრისშვილების თანხლებით სამცხეთო მამულების საზღვრების დასაზუსტებლად მოიარა კახეთში სვეტიცხოვლის მამულები: ჯიმითი, ჩუმლაყი, კუნელა, ძამაურა, წვრილი ხევი, გაწყვეტილა, წნორი, ჭიაბერის ეკლესია. 1497 წელს გაიღო შეწირულება მეტეხის ღვთისმშობლის მონასტრისათვის, განაახლა მეტეხის ღვთისმშობლის მონასტრის თამარ მეფის დროინდელი წისქვილი და ამავე მონასტერს საზეთედ ორი ახალი წისქვილი უბოძა. მისი კათოლიკოსობის დროს შაჰყუბათ ბარათაშვილმა სვეტიცხოველს შესწირა დავითა იაგანაშვილი დიღომს ნაყიდი ვენახით.

ე. კაჭარავა

ლიტერატურა

  • კაჭარავა ე., აბრაჰამ II, წგ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები თბ., 2000;
  • ლომინაძე ბ., საქართველო XV ს. მეორე ნახევარში, ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.

იხილე აგრეთვე

აბრაჰამ II (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები