უთუ
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Utu.jpg|thumb| | + | [[ფაილი:Utu.jpg|thumb|350პქ|'''უთუ''' – მზის ღმერთი ამოდის ორ მთას შორის]] |
'''უთუ''' – ''(შუმ.)'' მზის ღმერთი; მისი არქაული იდეოგრამა გამოხატავს ამომავალ მნათობს. უთუ ითვლება [[სინი]]ს ძედ, და ამრიგად, | '''უთუ''' – ''(შუმ.)'' მზის ღმერთი; მისი არქაული იდეოგრამა გამოხატავს ამომავალ მნათობს. უთუ ითვლება [[სინი]]ს ძედ, და ამრიგად, | ||
დაქვემდებარებული ადგილი უჭირავს [[კულტი|კულტში]]. იგი იმავე რანგის ღვთაებაა, როგორისაც [[ინანა]], მისი და; უთუ ზრუნავს თავის ქალწულ | დაქვემდებარებული ადგილი უჭირავს [[კულტი|კულტში]]. იგი იმავე რანგის ღვთაებაა, როგორისაც [[ინანა]], მისი და; უთუ ზრუნავს თავის ქალწულ |
17:16, 23 დეკემბერი 2016-ის ვერსია
უთუ – (შუმ.) მზის ღმერთი; მისი არქაული იდეოგრამა გამოხატავს ამომავალ მნათობს. უთუ ითვლება სინის ძედ, და ამრიგად, დაქვემდებარებული ადგილი უჭირავს კულტში. იგი იმავე რანგის ღვთაებაა, როგორისაც ინანა, მისი და; უთუ ზრუნავს თავის ქალწულ დაზე, მონაწილეობას იღებს მისი ბედის გადაწყვეტაში – ურჩევს საქმაოდ მწყემსს დუმუზის, რომელიც შუმერულ ტექსტებში თავის თავს უთუს სიძედ იხსენიებს. უთუც მფარველობას და შემწეობას უწევს თავის სიძეს – ყურადიღებს მის მუდარას გასაჭირში, როცა ქვესკნელის მავნენი ედევნებიან დუმუზის.
ღამეს უთუ თავისი დედის სახლში ათევს, საიდანაც კვლავ ამოდის დილით. ამიტომაც „მზის ჩასვლას“ შუმერულ ენაზე გამოხატავდნენ ფიგურალურად: „უთუ დედის სახლისაკენ დაბრუნებული“; უთუ ამ დროს ისვენებს, იგი გათავისუფლებულია დღიური ტვირთისაგან (აღსანიშნავია, რომ „დედასთან დაბრუნება“ – ამა-არ-გი – შუმერულად „გათავისუფლებას“ ნიშნავს).
უთუ ითვლება ურუქის ლეგენდარული მეფეების, მესქიაგაშერის და მისი ძის, ენმერქარის მამად: შუმერის მეფეთა სიაში ისინი იწოდებიან „უთუს ძედ“ ისევე, როგორც მითოლოგიურ თქმულებებში („ენმერქარი, ძე უთუსი“). გილგამეშის შუმერულ სიმღერაში უთუს შთაგონებით ილაშქრებს ურუქელი გმირი ხუმბაბასკენ, რათა დაამკვიდროს იქ უთუს სახელი.