ჰესტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰესტია''' – ''(ბერძნ.)'' ოჯახის კერიის ქალღმერთი. კრონოსისა და [...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჰესტია''' – ''(ბერძნ.)'' ოჯახის კერიის ქალღმერთი. [[კრონოსი]]სა და [[რეა]]ს ასული. [[ზევსი]]ს, [[პოსეიდონი]]ს, [[ჰადესი]]ს, [[ჰერა]]სა და [[დემეტრე]]ს და. ჰესტიას კულტი ფართოდ გავრცელდა რომში, სადაც მას [[ვესტა]] უწოდეს.
+
'''ჰესტია''' – ''(ბერძნ.)'' ოჯახის კერიის ქალღმერთი. [[კრონოსი]]სა და [[რეა]]ს ასული. [[ზევსი]]ს, [[პოსეიდონი]]ს, [[ჰადესი]]ს, [[ჰერა]]სა და [[დემეტრე]]ს და. ჰესტიას [[კულტი]] ფართოდ გავრცელდა რომში, სადაც მას [[ვესტა]] უწოდეს.
  
კრონოსისა და რეას შეუღლებისთანავე იშვა ჰესტია. კრონოსს ეშინოდა, რომ შვილთაგან რომელიმეს არ ჩამოეგდო ტახტიდან და ამიტომ მათი ჩაყლაპვა იწყო. ჰესტია იყო პირველი, რომელიც მამამ შთანთქა. როდესაც კრონოსის მეუფების ხანა დასრულდა და ზევსმა იგი იძულებული გახადა უკანვე ამოენთხია თავისი შვილები, ჰესტია იყო ბოლო. ამას უკავშირდება გამოთქმები: „ვიწყებთ ჰესტიათი“ ან „ჩემი საქმის ჰესტია“ (ანუ „თავი და ბოლო“).  
 
05:14, 20 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ჰესტია(ბერძნ.) ოჯახის კერიის ქალღმერთი. კრონოსისა და რეას ასული. ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერასა და დემეტრეს და. ჰესტიას კულტი ფართოდ გავრცელდა რომში, სადაც მას ვესტა უწოდეს.

კრონოსისა და რეას შეუღლებისთანავე იშვა ჰესტია. კრონოსს ეშინოდა, რომ შვილთაგან რომელიმეს არ ჩამოეგდო ტახტიდან და ამიტომ მათი ჩაყლაპვა იწყო. ჰესტია იყო პირველი, რომელიც მამამ შთანთქა. როდესაც კრონოსის მეუფების ხანა დასრულდა და ზევსმა იგი იძულებული გახადა უკანვე ამოენთხია თავისი შვილები, ჰესტია იყო ბოლო. ამას უკავშირდება გამოთქმები: „ვიწყებთ ჰესტიათი“ ან „ჩემი საქმის ჰესტია“ (ანუ „თავი და ბოლო“).

ყოველ ბერძნულ სახლში ყველაზე წმინდა ადგილი იყო კერია. უძველეს ხანაში იგი მთავარ ოთახს, მეგარონს ამშვენებდა. კერია მოთავსებული იყო ოთხ სვეტს შორის. ყოველი სტუმარი, თუნდაც არასასურველი, ხელს შეახებდა თუ არა კერიას, იმ წამიდან ღმერთების მფარველობას გრძნობდა. არ შეიძლებოდა სტუმრის მოკვლა ან შეურაცხყოფა. იგი ამ სახლში ისევე ხელშეუხებელი იყო, როგორც ტაძარში. ოჯახური სიწმინდის მფარველი კი იყო ჰესტია. მას ერთადერთს მაღალ ოლიმპიელთა შორის, არასოდეს უომია, იგი არავის შედავებია, არტემისის და ათენას მსგავსად სასიყვარულო ვნებას არასოდეს დამონებია. ამბობენ, თითქოს კრონოსის დამხობის შემდეგ პოსეიდონი და აპოლონი ლამობდნენო მასზე დაქორწინებას. მაგრამ ჰესტიამ დიადი ფიცით დაიფიცა, რომ მარად ქალწული დარჩებოდა.

ჰესტიას არასოდეს ჰქონია საკუთარი ოჯახი, სამაგიეროდ ის იყო ყველა ოჯახის მფარველი ღვთაება. ჰესტია დიასახლისს განასახიერებდა: იგი ხვდებოდა პატარძალს და ახალ სახლში შემოჰყავდა. პატარძალს კი წინ მიუძღოდა მისი დედა, საკუთარი კერიიდან რომ მოჰქონდა ანთებული ჩირაღდანი, რომლითაც აჩაღებდა ცეცხლს ქალიშვილის ახალ სამოსახლოში.

განსაკუთრებულად სცემდნენ თაყვანს თავის მფარველს ოჯახის დიასახლისები. მთელი ცხოვრების მანძილზე ელოდნენ ისინი მისგან მოწყალებას, ხოლო სიკვდილის წინ თავის ობლებს ავედრებდნენ. თუ ვინმე სახლიდან მიდიოდა, ჰესტიას ევედრებოდა, ეზრუნა მის შინ მშვიდობით დაბრუნებაზე, ხოლო დაბრუნებული, კვლავ მისადმი აღავლენდა მადლობის ლოცვას. იმდენად დიდი და საყოველთაო იყო ამ კეთილი ღვთაებისადმი პატივისცემა, რომ ლოცვებში მის სახელს მუდამ პირველად იხსენიებდნენ. ძველებს მიაჩნდათ, რომ თემი, ქალაქი ან სახელმწიფო იგივე იყო, რაც დიდი ოჯახი. ამიტომ ყოველ პოლისს, ანუ ქალაქ-სახელმწიფოს ჰქონდა თავისი წმინდა კერია. იქ ენთო „მარადიული ცეცხლი“, რომელიც არ უნდა ჩამქრალიყო. ცეცხლი, ჩვეულებრივ, ბულევტერიონში, ანუ უხუცესთა საბჭოსათვის განკუთვნილ ადგილას გიზგიზებდა. როდესაც ბერძნები ახალშენთა დასაარსებლად მიემართებოდნენ შორეული ნაპირებისაკენ, თან მშობლიური ქალაქის კერიიდან ამოღებული მუგუზალი მიჰქონდათ, რათა ახალ სამოსახლოშიც, უცხო მიწაზე, ოდინდელი ცეცხლი გაეჩაღებინათ.

სხვა ღმერთებისაგან განსხვავებით, ჰესტიას ტაძრებს და საკურთხევლებს არ უშენებდნენ. ყოველი სახლი მისი ტაძარი იყო, ყოველი კერია – მისი საკურთხეველი. როდესაც მოულოდნელი ქარისაგან კერიაში ცეცხლი ერთბაშად აალდებოდა, ასე ეგონათ, თავად ქალღმერთი წამოდგაო მთელი თავისი დიდებულებით.

ბერძენთა რწმენით, ჰესტია თავად იყო ცეცხლი, შეურყვნელი და წაუბილწავი. ამიტომ ვერ ჩართეს იგი მითოსურ სიუჟეტებში. მას იშვიათად მოიხსენიებდნენ ბერძენი ავტორები, იშვიათად გვხვდება მისი ქანდაკებები თუ ფერწერული გამოსახულებები, სადაც ღვთაება წარმოდგენილია მატრონას სამოსით, მშვიდი და ალერსიანი გამომეტყველებით.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები