სტოკსი კლოდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 24: ხაზი 24:
 
[[კატეგორია:დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოღვაწეები]]‏‎
 
[[კატეგორია:დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოღვაწეები]]‏‎
 
[[კატეგორია:პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები]]
 
[[კატეგორია:პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები]]
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
+
[[კატეგორია:დიდი ბრიტანეთის მისია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]

მიმდინარე ცვლილება 15:54, 6 აგვისტო 2019 მდგომარეობით

სტოკსი კლოდ

სტოკსი კლოდ (27.X.1875, მუსორიე, ინდოეთი - 7.XII.1948, ლონდონი) - დიდი ბრიტანეთის ინდოეთის არმიის ოფიცერი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი სამხრეთ კავკასიაში.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ინდოეთში, ბრიტანელის ოჯახში. განათლება წმინდა ჯონის სკოლაში და სანდჰურსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში მიიღო. 1895 წლიდან მსახურობდა ბრიტანეთის არმიის ინდოეთის ნაწილებში. 1907-1911 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე თეირანში და დახმარებას უწევდა პრობრიტანულ პოლიტიკურ ძალებს. პირველი მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის ინდოეთის სამხედრო ნაწილებს.

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ხელმძღვანელობდა ბაქოში განლაგებული ბრიტანეთის არმიის ნაწილებს. 1920 წელს ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის, გადადგომის შემდეგ ეს პოსტი პოლკოვნიკმა სტოკსმა დაიკავა. 1920 წლის 28 სექტემბერს ახლად დანიშნული უმაღლესი კომისარი თბილისში ჩამოვიდა, მას დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. საბახტარაშვილი და სამხედრო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალი ალ. გედევანიშვილი. თბილისში პოლკოვნიკ სტოკს შეხვდა იმხანად თბილისში მყოფი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მაკდონალდი და საქართველოს დახმარება სთხოვა. უმაღლეს კომისარს თბილისში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საზეიმო ვახშამი გაუმართეს. მალევე სტოკსი ნ. ჟორდანიას შეხვდა და დადებითი განწყობა არ დამალა საქართველოსადმი. მის მიერ ლონდონში გაგზავნილი ანგარიშები აშკარა პროქართული ხასიათისაა. 1921 თებერვლამდე ასრულებდა უმაღლესი კომისრის მოვალეობას.

საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ დაუბრუნდა ინდოეთის არმიას. 1931-1940 წლებში იყო ბრიტანეთის ვიცე კონსული ნიცაში, საფრანგეთში.

ირაკლი ირემაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბ. კობახიძე, საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თსუ, 2015;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №220.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები