წულაძე ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წულაძე ვასილ“ გადაიტანა გვერდზე „ვასილ წულაძე“)

13:50, 20 თებერვალი 2019-ის ვერსია

ვასილ წულაძე

წულაძე ვასილ (დ. - 1889, სოფ. ჭანჭეთი, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 1969, პარიზი) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. სწავლობდა სოფლის სკოლაში და ბათუმის გიმნაზიაში. მონაწილეობდა გურიის 1905 მოვლენებში. 1906 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრია. 1915 წლიდან მუშაობდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. 1917-1918 წლებში მუშაობდა ამ ორგანიზაციის თბილისის განყოფილებაში.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აქტიურად ჩაება საპარლამენტო მუშაობაში და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იგი მთავრობას გაჰყვა ემიგრაციაში, თავდაპირველად სტამბოლში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ - პარიზში. გარდაიცვალა საფრანგეთში.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები