გორგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 32: | ხაზი 32: | ||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
[[კატეგორია:მითიური არსებები]] | [[კატეგორია:მითიური არსებები]] | ||
+ | [[კატეგორია:გორგოები]] |
16:49, 3 ივლისი 2017-ის ვერსია
გორგო – (ბერძნ.) ქალი – ურჩხული.
ჰომეროსთან ერთი გორგოა დასახელებული. ჰესიოდე წარმოგვიდგენს სამს: სთენოს, ევრიალესა და მედუზას. ისინი ფორკისის ასულები და გრაიების დები იყვნენ, ცხოვრობდნენ უკიდურეს დასავლეთში. დები გორგოებიდან მხოლოდ მედუზა იყო მოკვდავი. იგი პერსევსმა მოკლა.
გორგოები ამაზრზენი შესახედაობისა იყვნენ. თავზე თმის ნაცვლად გველები ესხათ, ავად დაღრჭენილ კბილებს შორის გრძელი ენები გამოსჩროდათ, ხოლო სხეულზე სპილენძის ვეება ხელები ებათ, რომლებიც ალესილი ჭანგებით უბოლოვდებოდათ. მათი მხილველი ყველა მოკვდავი ქვად იქცეოდა.