დემეტრე II (საქართველოს მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:DEMETRE tAVDADEBULI.PNG|thumb|დემეტრე II თავდადებული]]
 
[[ფაილი:DEMETRE tAVDADEBULI.PNG|thumb|დემეტრე II თავდადებული]]
'''დემეტრე (დიმიტრი) II, თავდადებული''' – საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში, დავით დავით VII ულუს ძე.
+
'''დემეტრე (დიმიტრი) II, თავდადებული''' – საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში, დავით [[დავით VII ულუ]]ს ძე.
  
1270 წელს დაამტკიცეს მცირეწლოვნების გამო მეურვედ მონღოლთა ყაენმა ნდობით აღჭურვილი სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნა. მონღოლთანვე გადაწყვეტილებით დემეტრემ მას ათაბაგობა უბოძა. სადუნი მხარგრძელთა ყმა აზნაური იყო, რომელიც მონღოლთა ყაენმა „ფრიად განადიდა“. დემეტრეს მცირეწლოვნების დროს იგი, ფაქტობრივად, მთელ ქვეყანას განაგებდა. ამირსპასალარიც გახდა, აღზევდა და გამდიდრდა, ხოლო დემეტრე მეფე „ხელთა შინა სადუნისათა იყო“. სადუნის გარდაცვალების შემდეგ, ამ სახლის დასუსტების მიზნით , დემეტრემ ათაბაგობა მის შვილს ყურთლუ-ბუღას აღარ მისცა, მას მხოლოდ ამირსპასალარობა აკმარა, რის გამოც მან მეფეს საბედისწერო ჟამს სამაგიერო გადაუხადა.
 
02:25, 23 ივნისი 2024-ის ვერსია

დემეტრე II თავდადებული

დემეტრე (დიმიტრი) II, თავდადებული – საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში, დავით დავით VII ულუს ძე.

1270 წელს დაამტკიცეს მცირეწლოვნების გამო მეურვედ მონღოლთა ყაენმა ნდობით აღჭურვილი სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნა. მონღოლთანვე გადაწყვეტილებით დემეტრემ მას ათაბაგობა უბოძა. სადუნი მხარგრძელთა ყმა აზნაური იყო, რომელიც მონღოლთა ყაენმა „ფრიად განადიდა“. დემეტრეს მცირეწლოვნების დროს იგი, ფაქტობრივად, მთელ ქვეყანას განაგებდა. ამირსპასალარიც გახდა, აღზევდა და გამდიდრდა, ხოლო დემეტრე მეფე „ხელთა შინა სადუნისათა იყო“. სადუნის გარდაცვალების შემდეგ, ამ სახლის დასუსტების მიზნით , დემეტრემ ათაბაგობა მის შვილს ყურთლუ-ბუღას აღარ მისცა, მას მხოლოდ ამირსპასალარობა აკმარა, რის გამოც მან მეფეს საბედისწერო ჟამს სამაგიერო გადაუხადა.

დემეტრე II-ის სამფლობელო მხოლოდ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა, დასავლეთ საქართველოში დავით ნარინი მეფობდა, სამცხე კი 1266 წლიდან ხასინჯუდ იყო გამოყოფილი და უშუალოდ მონღოლთა ყაენი ემორჩილებოდა.

დემეტრე II-ის მეფობის ჟამს ქვეყანა მონღოლთა ბატონობის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1278 წელს მონღოლებმა საქართველოში კიდევ ერთხელ ჩაატარეს აღწერა. რის შედეგადაც გამოირკვა, რომ, პირველი აღწერის (1264-1256 წწ) შემდეგ ქვეყნის დიდი ნაწილი მოოხრებულიყო. ახალგაზრდა მეფე ცდილობდა, გამოესწორებინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და შეემსუბუქებინა მონღოლთა მიერ ქართველების ჩაგვრა, მან ხელახლა დაასახლა გაუკაცრიებული ადგილები, „აღაშენნა ქვეყანანი მოოჴრებულნი“, ხოლო ღარიბებს, დავრდომილებსა და ობლებს პირადად შეეწეოდა – ჩვეულებად ჰქონდა ღამ-ღამობით თბილისის ქუჩების მოვლა და მათთვის დახმარების აღმოჩენა. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობის სიმძიმისა, მან შეძლო აეშენებინა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი თბილისში.

ქვეყნისათვის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მეფე დემეტრე ყაენის კართან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა და ერთგულად ასრულებდა მონღოლთა მიერ დაკისრებულ სამხედრო ბეგარას – ქართველთა ჯარით მონაწილეობდა მათ ლაშქრობებში. ასე ილაშქრა 1277.1280.1281 წლებში მონღოლთა ბრძოლებში ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ათასობით ქართველმა, დემეტრე მეფის მეთაურობით. განსაკუთრებით მძიმე იყო 1281 წ. ქ. ამასიასთან ბრძოლის შედეგები, სადაც მონღოლები დამარცხდნენ, უმრავლესობა ქართველების მხრიდან დაიღუპა, ხოლო თვით მეფე დემეტრე სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

1289 წელს მეფემ მონაწილეობა მიიღო მონღოლთა ბრძოლაში ჩრდილოეთის ურდოს წინააღმდეგ დარუბანდის ციხე ანიყასთან.

დემეტრე II-მ სამცხის მთავარს ბექა ჯაყელს მანდატურთუხუცესობა უბოძა და ამ მხარესთან ურთიერთობა განამტკიცა.

1289 წელს ილხანთან მონღოლური სახელმწიფოს ყაენის პირველი ვაზირს ბუღა ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება დაბრალდა, რის გამოც სიკვდილით იქნა დასჯილი. მეფე დემეტრე, როგორც ბუღასთან დაახლოებული პირი, ყაენის კარზე დაიბარეს, სადაც მის წინააღმდეგ მოქმედებდა მასზე განაწყენებული სადუნ მანკაბერდელის ძე ყუთლუ-ბუღა. დემეტრეს ყაენის კარზე სიკვდილით დასჯა ელოდა, რადგან მონღოლური წესის თანახმად ისჯებოდა არა მხოლოდ პირადად ბრალდებული, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრი, ნათესავი და ახლობელ-მეგობარი. დემეტრემ დარბაზი მოიწვია და რჩევა სთხოვა. დარბაზის წევრებმა მეფეს აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) ან მთიულეთში გახიზვნა ურჩიეს, მაგრამ დემეტრემ ეს რჩევა არ მიიღო და სიტყვით მიმართა მათ: „თუ არ წავიდე ურდოსა და წარვიდე მთიულეთს… იხილეთ რავდენი სული ქრისტიანიე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქნების, და ეკლეიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსვრიან და უკეთუ წარვიდე ყაენს წინაშე, დასტურობით უწყი მომკლავს… მე დავდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არ დავიშლი ურდოს წასვლასა“-ო, მეფის ამ სიტყვებიდან, რომელიც მისივე თანამედროვე ისტორიკოსის მიერაა დაწერილი, ჩანს, რომ მან გადაწყვიტა თავი გაეწირა სამშობლოსა და ერისათვის. მან იცოდა, რომ ყაენის კარზე გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, სამაგიეროდ „ვგონებ რომე ქვეყანა უვნებელი დარჩეს“-ო, ამიტომ გადაწყვეტილება ვერავინ შეაცლევინა.

მეფე დემეტრე ურდოში გაემგზავრა ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქ აბრაჰამ I-ის (დაახლ. 1282-1310 წწ), სამღვდელოებისა და მთავრების თანხლებით. გასამართლების შედეგად მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რაც სადუნის ძის ყურთლუ-ბუღას მოქმედებამაც განაპირობა (სამაგიეროდ მან ათაბაგობა და ამირსპასალარობა მიიღო).

1289 წლის 12 მარტს ომვაკანში, მდინარე მტკვრის პირას, მეფე დემეტრე II-ს თავი მოჰკვეთეს, რის გამოც მას შთამომავლობამ თავდადებული უწოდა. ამ თავადებისთვის კი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და სენების დღედ 12 (25) მარტი დააგდინა.

თავდადებული მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა მალულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალეს მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში.

XIV საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ჟამთააღმწერლის ცნობით, „იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედად ტურფა, თმითა და წვერითა მწყაზერ და შუენიერი, თუალითა გრემან, ბეჭ-ბრტყელ და შეწყობილ სამჴედროთა წესითა, სრული ცხენოსანი და მშვილდოსანი რჩეული. უხჳ, მოწყალე, რომელ არა სმენილ არრს ნათესავი მეფეთა გინა სხუათა კაცთა“.

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები