ქვემო ნიჩბისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[კატეგორია:სოფლები შიდა ქართლში]]
 
[[კატეგორია:სოფლები შიდა ქართლში]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები‏‎]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები‏‎]]
 +
[[კატეგორია:სოფლები ცხეთის მუნიციპალიტეტში]]
 +
[[კატეგორია:სოფლები აღმოსავლეთ საქართველოში]]

17:38, 6 აპრილი 2024-ის ვერსია

ქვემო ნიჩბისი - სოფესლი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნიჩბურას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ნიჩბისის თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: ახალი ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ქვემო ნიჩბისი). ზღვის დონიდან -710 მეტრი, მცხეთიდან -18 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 638 კაცი.

ისტორიული სოფელი ნიჩბისი ახლანდელი ქვემო ნიბისი უნდა იყოს. ქვემო ნიჩბისი ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. აქ არის მინისა და ჭიქურის დასამზადებელი კვარცის ქვიშის საბადოები, ამიტომ მცხეთასთან, გორთან და მეჯვრისხევთან ერთად ნიჩბისი მეჭურჭლეობის განთქმული ცენტრი იყო. ნიჩბისი მოხსენიებულია გიორგი II-ის 1072 წლის სიგელში. მეფე გიორგი II-ს სოფელი შიომღვიმის მონასტრისათვის შეუწირავს. სოფელზე შეუვალობის სიგელი მონასტერს 1170 წელს განუახლეს. 1615 წელს მეფე ლუარსაბმა ნიჩბისი ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს უბოძა. XVIII საუკუნეში სოფელი ლეკთა გამუდმებულმა შემოტევებმა გათანგა. ამავე საუკუნის მიწურულისათვის სოფელში 7 კომლიღა ცხოვრობდა.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები