აბსოლუტური გეომეტრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აბსოლუტური გეომეტრია“ გადაიტანა გვერდზე „[[გეომეტრია აბსოლუტური]...) |
16:00, 10 აგვისტო 2023-ის ვერსია
აბსოლუტური გეომეტრია – გეომეტრია, რომელიც აგებულია ჰილბერტის აქსიომათა ოთხ ჯგუფზე: კუთვნილების, რიგითობის, კონგრუენტულობის, უწყვეტობის აქსიომებზე და არ იყენებს პარალელურობის აქსიომას. მაშასადამე, აბსოლუტური გეომეტრია მოიცავს ევკლიდეს გეომეტრიის ყველა თეორემას, რომელთა დამტკიცება არ ეყრდნობა პარალელურობის აქსიომას, ანუ ევკლიდეს V პოსტულატს. აბსოლუტური გეომეტრია წარმოადგენს ევკლიდეს გეომეტრიისა და ლობაჩევსკის გეომეტრიის საერთო ნაწილს.
ტერმინი „აბსოლუტური გეომეტრია“ შემოიღო უნგრელმა მათემატიკოსმა იანოშ ბოლიაიმ.