ქოიავა ნიკოლოზი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქოიავა ნიკოლოზი“ გადაიტანა გვერდზე „ნიკოლოზ ქოიავა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკოლოზ ქოიავა“ გადაიტანა გვერდზე „ქოიავა ნიკოლოზი“ გადამისა...) |
მიმდინარე ცვლილება 01:21, 21 იანვარი 2023 მდგომარეობით
ქოიავა ნიკოლოზი - (1892-1967) (Koiava Nikoloz) - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1933), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ნ. ქოიავა იყო ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანი, რომელიც პირველი ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ 1918 წელს დატოვა უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიისა და სტატისტიკის მეცნიერებებში საპროფესოროდ მოსამზადებლად.
1920-1923 წლებში ნიკოლოზ ქოიავა ბერლინისა და იენის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 1923 წელს დაბრუნდა საქართველოში და სიკვდილამდე ემსახურებოდა მშობლიურ უნივერსიტეტს. ნიკოლოზ ქოიავა იყო თსუ-ის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე (1930-1933; 1937-1967), ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი (1945-1952; 1957-1960; 1966-1967), პრორექტორი (1961- 1964).
მისი ნაშრომები ეხება ფულის მიმოქცევის, კრედიტისა და ფინანსების საკითხებს.
[რედაქტირება] ძირითადი შრომებია:
„ისტორიული სკოლა ეკონომიკურ მეცნიერებაში“ (1926);
„კაპიტალისტური ქვეყნების ფულის მიმოქცევა და კრედიტი“. ნაწ. 1, 2. (1956-1960);
„ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში“ (1963);
„შრომის იარაღები და პირადი მოხმარების საგნები შ. რუსთაველის პოემაში „ვეფხისტყაოსანი“ (1967) და ა.შ.