აზმაიფარაშვილი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აზმაიფარაშვილი შალვა“ გადაიტანა გვერდზე „[[შალვა აზმაიფარაშვილ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შალვა აზმაიფარაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[აზმაიფარაშვილი შალვ...)

13:33, 19 მაისი 2017-ის ვერსია

შალვა აზმაიფარაშვილი

შალვა აზმაიფარაშვილი - (25. XII. 1902 (71.19.03), თბილისი,.– 17.V.1957, თბილისი) ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1930 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია საორკესტრო (პროფესორ ა. ილინსკის კლასი), საკომპოზიციო (ჰროფესორ ს. ბარხუდარიანის კლასი) და სადირიჟორო (პროფესორ მ. ბაგრინოვსკის კლასი) განხრით, 1933-ასპირანტურა (სადირიჟორო) პროფესორ ა. გაუკისა და ე. მიქელაძის ხელმძღვანელობით. 1923-28 უკრავდა სასულე და სიმფონიურ ორკესტრებში. 1932-იდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, ხოლო 1938-52 მთავარი დირიჟორი. 1943-53 ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოს სიმფონიურ ორკესტრს. აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით დაიდგა მრავალი ქართული ოპერა.

ძირითადი ნაწარმოებები

  • სიმფონიური პოემა „ყვარლის მთებს“ (1939),
  • საორკესტრო სიუიტა „ძველი თბილისის სურათები“ (1941),
  • სიმფონია (1945),
  • ვოკალურ-სიმფონიური პოემა „ქართლი“ (1946),
  • ოპერა „ხევისბერი გოჩა“ (1951),
  • მუსიკალური კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1952) და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")


იხილე აგრეთვე

შალვა აზმაიფარაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები