აზმაიფარაშვილი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა აზმაიფარაშვილი

შალვა აზმაიფარაშვილი - (25. XII. 1902 (71.19.03), თბილისი,.– 17.V.1957, თბილისი) ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1930 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია საორკესტრო (პროფესორ ა. ილინსკის კლასი), საკომპოზიციო (ჰროფესორ ს. ბარხუდარიანის კლასი) და სადირიჟორო (პროფესორ მ. ბაგრინოვსკის კლასი) განხრით, 1933-ასპირანტურა (სადირიჟორო) პროფესორ ა. გაუკისა და ე. მიქელაძის ხელმძღვანელობით. 1923-28 უკრავდა სასულე და სიმფონიურ ორკესტრებში. 1932-იდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, ხოლო 1938-52 მთავარი დირიჟორი. 1943-53 ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოს სიმფონიურ ორკესტრს. აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით დაიდგა მრავალი ქართული ოპერა.

ძირითადი ნაწარმოებები


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

შალვა აზმაიფარაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები