გუმბათი
(→გუმბათს სახეები) |
(→გუმბათს სახეები) |
||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
# '''[[ქოლგისებრი გუმბათი]]''' | # '''[[ქოლგისებრი გუმბათი]]''' | ||
# '''[[წიბოვან-რგოლური გუმბათი]]''' | # '''[[წიბოვან-რგოლური გუმბათი]]''' | ||
+ | # '''[[წიბოვანი გუმბათი]]''' | ||
# '''აფრიანი გუმბათი''' – [[აფრა (არქიტექტურა)|აფრებზე]] დაყრდნობილი გუმბათი. | # '''აფრიანი გუმბათი''' – [[აფრა (არქიტექტურა)|აფრებზე]] დაყრდნობილი გუმბათი. | ||
# '''სფერული გუმბათი''' – ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი. | # '''სფერული გუმბათი''' – ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი. |
15:35, 31 მაისი 2022-ის ვერსია
გუმბათი - (ეტიმ. გვიანლათ. cupula, კნინობითი ფორმა სიტყვისა cupa „თაღი“), კამაროვანი გადახურვა, რომელსაც შიგნიდან ნახევარსფეროს შეზნექილი ზედაპირის სახე აქვს, იხმარება კვადრატული, მრგვალი ან მრავალწახნაგა სადგომების გადასახურავად. ვერტიკალური დატვირთვებისგან გუმბათის კონსტრუქციებში წარმოიშობა მკუმშავი ძალები, ხოლო საყდენებზე – განმბჯენი. გუმბათი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ სივრცით კონსტრუქციას, რომელიც ძირითადად გამოიყენება სამოქალაქო და რელიგიური დანიშნულების ნაგებობებში უძველესი დროიდან. მასალა, რომლისგანაც ამზადებენ გუმბათებს, გავლენას ახდენს კონსტრუქციულ სქემაზე და აგების მეთოდებზე.
ძველი რომიდან დაწყებული მე-20 საუკუნემდე გუმბათის ასაგებად გამოიყენებოდა ბუნებრივი ქვა, ბოლო ასწლეულში კი გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა რკინაბეტონმა (მალით 100 მ-მდე), ლითონმა და დაწებებულმა მერქანმა (მალით > 100 მ). გუმბათის მოხაზულობა დამოკიდებულია არქიტექტურულ და ტექნოლოგიურ მოთხოვნებზე, მასალის სახეობაზე, ელემენტების ტიპიზაციაზე, დამზადების სიმარტივეზე, ტრანსპორტირებასა და კონსტრუქციის მონტაჟზე. გუმბათის გარსი ითვლება დამრეცად, თუ აწევის ისრის ფარდობა დიამეტრთან ƒ/D ≤ 0,2. გუმბათისმოქმედი დატვირთვების ძირითად სახეობებს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, თოვლი, ტექნოლოგიური დატვირთვები და ქარი. უმბათის გაანგარიშების მეთოდიკა დამოკიდებულია გარსისა და დატვირთვის სახეობაზე. დატვირთვა გუმბათზე შეიძლება მოქმედებდეს ღერძულ-სიმეტრიულად ან არასიმეტრიულად. პირველს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, აგრეთვე, როგორც ვარიანტი, თოვლის თანაბარგანაწილებული დატვირთვა და სიმეტრიულად განლაგებული შეკიდებული მოწყობილობების წონა; მეორეს – ქარის დატვირთვა; როგორც ვარიანტი – ცალმხრივი თოვლისა და სიმეტრიული მოწყობილობების მასა. კონსტრუქციული მოსაზრებებიდან გამომდინარე ანსხვავებენ წიბოვან, წიბოვან-რგოლურ და ბადისებრ გუმბათებს. ნებისმიერი, ამ სახის გუმბათებიდან, შედგება წიბოების სისტემისგან (კარკასი), საყრდენი რგოლებისაგან და შემომფარგვლელი კონსტრუქციებისაგან – ფენილი, შემოსვა, პანელი. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩართული იყოს კარკასის მუშაობაში. არსებობს აგრეთვე სხვა სახის გუმბათებიც, როგორებიცაა თხელკედლიანი და ფულერის გუმბათ-გარსები, გეოდეზიური გუმბათები და სხვ.
გუმბათს სახეები
- ცრუ გუმბათი
- ბოლქვისებრი გუმბათი
- გეოდეზიური გუმბათი
- მრავალწახნაგა გუმბათი
- ბადისებრი გუმბათი
- ქოლგისებრი გუმბათი
- წიბოვან-რგოლური გუმბათი
- წიბოვანი გუმბათი
- აფრიანი გუმბათი – აფრებზე დაყრდნობილი გუმბათი.
- სფერული გუმბათი – ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი.
- სფერულ-კონუსური გუმბათი – განიკვეთში ისრული თაღის მოხაზულობის მქონე გუმბათი.
- კარვისებრი გუმბათი – პირამიდის ფორმის გუმბათი.
- მუზარადისებრი გუმბათი – კონუსის ფორმის გუმბათი.