საძირკველი (ნაგებობის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საძირკველი (ნაგებობის)“ გადაიტანა გვერდზე „ფუნდამენტი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფუნდამენტი“ გადაიტანა გვერდზე „საძირკველი (ნაგებობის)“ გადამ...) |
21:43, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია
საძირკველი – ნაგებობის მიწისქვეშა საყრდენი ნაწილი, რომელიც შენობის დატვირთვებს ფუძეს გადასცემს. საძირკველის გეომეტრიული ზომები და ჩაღრმავება დამოკიდებულია მოქმედი დატვირთვების სიდიდეზე, მშენებლობის რაიონსა და გრუნტის წინაღობაზე.
გამოყენებული მასალის მიხედვით საძირკველი შეიძლება იყოს: ყორული წყობის, ბეტონის, ყორე-ბეტონის, რკინაბეტონის და ხის. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საძირკველი მუდმივად წყლის დონის ქვევითაა.
ჩაღრმავების სიდიდის მიხედვით – მცირე და ღრმა ჩაღრმავების;
კონსტრუქციის მიხედვით – ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი (მონოლითური) და ხიმინჯოვანი;
ფორმის მიხედვით – მართკუთხა, ტრაპეციული, საფეხურებიანი, არასიმეტრიული, წრიული;
დამზადების მიხედვით – ასაწყობი და მონოლითური;
მუშაობის მიხედვით – ხისტი და მოქნილი.
არსებობს აგრეთვე გუმბათოვანი, გარსისებრი, გობისებრი, კესონური, ნაბურღნატენი და სხვა.
იხილე აგრეთვე
- ლენტური საძირკველი
- მცირე ჩაღრმავების ლენტური საძირკველი
- სვეტოვანი საძირკველი
- უწყვეტი საძირკველი
- ღობისქვეშა საძირკველი
- წყვეტილი საძირკველი
- ხიმინჯოვანი საძირკველი
- ხიმინჯოვანი ხრახნული საძირკველი